სერვისები

გაიგეთ მეტი ჩვენი სერვისების შესახებ

საკონსულტაციო მომსახურება სოფლის მეურნეობაში

„აგრო-კომ“-ი ფერმერებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ საკონსულტაციო მომსახურებას სოფლის მეურნოებაში. ჩვენი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალი კონსულტანტები მუდმივად მზად არიან დაეხმარონ ფერმერებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კონსულრაციები ტარდება როგორც ადგილზე ჩვენი კომპანიის სერვის ცენტრებში ასევე ფერმერულ მეუნეობებში. ჩვენი მიზანია თანამედროვე ინტენისური ტექნოლოგიებით შევქმნათ თვითკმარი სოფლის მეურნეობა საქართველოში.

ბაღების პროექტირება/გაშენება და ხეხილის ნერგები.

აგრო-კომ-ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი და წარმატებული სერვისი სხვადასხვა ტიპის ბაღების პროექტირება/გაშენებაა. საერთო ჯამში კომპანიამ საქართველოში და სომხეთში გააშენა 4000 ჰექტარზე მეტი ფართობის კომერციული ხეხილის ბაღი. ჩვენი ძირითადი მიმართულება მაღალტექნოლოგიური ინტენსიური ტიპის კომერციულად მომგებიანი ბაღების გაშენებაა, რომელიც 3-4 წელს უკვე მაქსიმალურ მოსავალს იძლევა და სტაბილურ ბიზნესად გარდაიქმნება. კომპანია დაინტერესებულ ფერმერებს სთავაზობს მაღალი ხარისხის უვირუსო სერთიფიცირებულ ნერგებს ევროპის წამყვანი სანერე მეურნეობებიდან.

ნიადაგის ანალიზი

გთავაზობთ ნიადაგის ანალიზს მსოფლიოში წამყვანი სასუქების კომპანია Yara დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიაში. ნიადაგის ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას მისი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის შესახებ, რაც აუცილებელია ნიადაგის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების სწორი მენეჯმენტისათვის. ზუსტი და საიმედო შედეგები ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის შესახებ, სწორი გადაწყვეტილებების საფუძველია მეურნეობის მართვისას. ნიადაგის ანალიზი საშუალებას გვაძლევს შევადგინოთ და განვახორციელოთ ნიადაგის მართვისა და მცენარეთა კვების ზუსტი, ეფექტური, რენტაბელური და დროში გაწერილი პროგრამები, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

წვეთოვანი სისტემის პროექტირება/ინსტალაცია

აგრო-კომი გთავაზობთ მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებისთვის წვეთოვანი სისტემის პროექტირება/ინსტალაციას. აგრო-კომის პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს როგორც წვეთოვანი სისტემის მონტაჟს ასევე გაყიდვების შემდგომ მოსახურებას და დაგეხმარებათ წვეთოვან სისტემისასთან დაკავაშირებული ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრაში. ჩვენმა პროფესიონალმა გუნდა დააპროექტა 7000 ჰექტარზე მეტი მოცულობის ფართობებისთვის წვეთოვანი მორწყვის სისტემა. წვეთოვანი სისტემა მცენარისთვის ზრდის მოსავლიანობას და გვაძლევს უკეთესი ხარისხის ნაყოფს. მოსავლის ზრდა ხდება უფრო სწრაფად და რაც მთავარია იზოგება წყლის რესურსი. წვეთოვანი მორწყვის სისტემა მაღალპროდუქტიულია სასუქებთან მიმართებით და იზრდება სასუქის მუშაობის ეფექტურობა, რაც თავისთავად საბოლოო პროდუქტის იერსახეზე ახდენს გავლენას და საერთო შემოსავალიც იზრდება. კომპანია გთავაზობთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ირიგაციის სისტემებს.

სეტყვის საწინააღდმეგო ბადეები და ინსტალაცია

პროდუქციის წარმატებული წარმოების პროცესში ძალიან მნიშნველოვანია ბაღების, ვენახების და სხვა კულტურების დაცვა სხვადადასხვა სტიქიური მოვლენებისაგან, როგორიცაა სეტყვა, ძლიერი წვიმები და სხვა სტიქიური მოვლენები. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟს და აქსესუარებს მსოფლიოში ცნობილი იტალიური და ავსტირული კომოანიის ტექნოლოგიებით და მასალებით.

სმარტ ფრეშ სამაცივრე ტექნოლოგია

Smart Fresh ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ხილის მწარმობლებს შეინარჩუნონ მოსავლის ხარისხი ხილის მოკრეფიდან, მის რეალიზაციამდე, დიდი ხნის განმავლობაში.აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება სამაცივრე სისტემებში დაგემხარებათ უკეთ აკონტორლოთ თქვენი მოსავლის ხარისხი, დაზოგოთ დრო, ფინანსები და ენერგიის წყაროები. Smart Fresh ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენ ვაუმჯობესებთ ხილის შენახვის და სიმკვრივის ხარისხს, ასევე დიდ მანძილებზე დაცულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას! აქტიური ნივთიერება, 1-მეთილციკლოპროპენის (1-MCP) გამოყენებით ხილში ჩერდება მომწიფების პროცესი, აქედან გამომდნარე ხილის დარბილება და დამწიფება გაცილებით ნელა ხდება! აგრო-კომ-ის სპეციალიტები დაგეხმარებიან სმარტ ფრეშ აპლიკაციების სწორ და ეფექტურ გამოყენებაში თქვენს სამაცივრე მეურნეობებში. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ახლად დაკრეფილი ხილის გემო თქვენი ბაღებიდან მომხმარებლამდე, დიდი ხნის მანძილზე! აგრო-კომი Agrofresh/ smart Fresh ტექნოლოგიების ოფიციალური პარტნიორია საქართელოში!

სეტყვის საწინააღდმეგო ბადეები და ინსტალაცია

პროდუქციის წარმატებული წარმოების პროცესში ძალიან მნიშნველოვანია ბაღების, ვენახების და სხვა კულტურების დაცვა სხვადადასხვა სტიქიური მოვლენებისაგან, როგორიცაა სეტყვა, ძლიერი წვიმები და სხვა სტიქიური მოვლენები. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟს და აქსესუარებს მსოფლიოში ცნობილი იტალიური და ავსტირული კომოანიის ტექნოლოგიებით და მასალებით.

პიოვიტური სარწყავი სისტემების პროექტირება/ინსტალაცია

პივოტური სარწყავი სისტემა არის სარწყავის ტიპი, რომლის შემთხვევაშიც სარწყავი მოწყობილობა ბრუნავს ცენტრალური საყრდენის გარშემო და ცენტრის ირგვლივ არსებული ტერიტორია ირწყვება წრიულად სპრინკლერების დახმარებით. პივოტების უმეტესობა დაკომპლექტებულია ელექტრო ძრავებით. პივოტური სარწყავი სისტემები განკუთვნილია როგორც მცირე, ისე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთებისთვის. თითოეული პივოტი განკუთვნილია სპეციფიკური კლიმატური, ტოპოგრაფიული და მცენარის პირობებისთვის. კომპანია აგრო-კომ-ი გთავაზობთ პიოვიტური სისტემების დაპროექტებას, მოწოდებას და მონტაჟს.

პორტატული მეტეო სადგურები

საუკეთესო გადაწყვეტილება გარემოს მონიტორინგის, დაავადებათა მოდელირების, ნიადაგის ტენიატობისა და სხვა მაჩვენებლების გასაზომად. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ავსტრიული კომპანიის iMETOS -ის გამძლე და ძალიან მოქნილი მონაცემთა აღმრიცხველ მეტეოსადგურის სისტემებს ყველანაირი კლიმატური პირობებისთვის, რომელიც მუშაობს დატენვადი ელემენტებითა და მზის პანელით. IMETOS-ს ასევე შეუძლია გააგზავნოს SMS შეტყობინებები (მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ინტერნეტ პარამეტრებით), რომ გაგაფრთხილოთ ყინვის, ძლიერი წვიმის, მაღალი ტემპერატურისა და სხვა შემთხვევების დროს. მონაცემები რეგულარულად იტვირთება FieldClimateპლატფორმაზე, რასთანაც რეალურ დროში წვდომა გაქვთ ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს. ასევე რასაკვირველია წვდომა გაქვთ მონაცემების ისტორიასთან და ევაპოტრანსპირაციული მონაცემების ყოველდღიურ ცვლილებებთან, გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ლოკალური ამინდის პროგნოზით, დაავადებათა მოდელირებითა და ირიგაციის მენეჯმენტის უპირატესობებით.

პესტიციდები, აგროქიმიკატები

აგრო-კომი დაარსების დღიდან ორინტირებულია პრემიუმ ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციაზე, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს აღნიშნულ სექტორში წამყვან ბრენდებს: BAYER AG, YARA MILA, შესაბამისად ჩვენი პროდუქციის ხარისხი ცნობილია ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვსურს რომ აღნიშნული პროდუქციის გამოყენებით მომხმარებლებმა რეალურ შედეგს მიაღწიონ და ამ ყველაფერს ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლებიც ადასტურებენ.

სხვადასხვა ტიპის ხეხილის ნერგები

აგრო-კომი ახორცილებს მსოფლიოს წამყვანი სანერგეებიდან სხვადასხვა ტიპის ხეხილის ნერგების იმპორტს მომხმარებლის სურვილისამებრ, როგორიცაა: ატმის ნერგები, მსხლის ნერგები, ბლის ნერგები. მომხმარებლამდე ჩამოდის უმაღლესი ხარისხის შემოწმებული და სერტიფიცირებული პროდუქცია, რაც თავისთავად ზრდის სანდოობას და კმაყოფილ მომხმარებელთა რიცხვს.

სათესლე მასალა

სათესლე მასალის რეალიზაცია ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი წარმატებული მიმართულებაა, ჩვენ ვაწვდით მრავალ ფერმერს უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალას და ვეხმარებით არსებული ბაღების მონიტორინგში, ვაძლევთ კონსულტაციებს, რომ აღნიშნული სათესლე მასალით მიაღწიონ მაქსიმალურ პროდუქტიულობას, შესაბამის რაოდენობას და ხარისხს.

ტრაქტორები

აგრო-კომი დაარსების დღიდან ორინტირებულია პრემიუმ ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციაზე, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს აღნიშნულ სექტორში წამყვან ბრენდებს: BAYER AG, YARA MILA, შესაბამისად ჩვენი პროდუქციის ხარისხი ცნობილია ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვსურს რომ აღნიშნული პროდუქციის გამოყენებით მომხმარებლებმა რეალურ შედეგს მიაღწიონ და ამ ყველაფერს ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლებიც ადასტურებენ.

კალათა