მცენარეთა დაცვის აღიარებული სტანდარტი
კონფიდორი® არის სისტემური და კონტაქტური მოქმედების მაღალეფექტური და ნაკლებტოქსიკური ინსექტიციდი. გამოიყენება მავნებელთა ფართო სპექტრის წინააღმდეგ, გააჩნია გახანგრძლივებული დაცვითი უნარი. პრეპარატი ნაკლებტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის და უსაფრთხოა გარემოსათვის.
გამოყენება წვეთოვანი მორწყვის მეთოდით
სისტემური მოქმედების მექანიზმის წყალობით კონფიდორი® იდეალური პრეპარატია წვეთოვანი მორწყვის მეთოდით გამოყენებისათვის. ასეთ შემთხვევაში ჯერ აუცილებლად გამოიყენება წვეთოვანი მორწყვისათვის განკუთვნილი წყლის 70-80%. ნიადაგი აუცილებლად უნდა იყოს ტენიანი! შემდეგ სარწყავ სისტემასთან დაკავშირებულ ავზში (100-200ლ) ხდება პრეპარატის ძირითადი ნაზავის მომზადება და შეტანა.
წამლობის დასრულების შემდეგ აუცილებელია სისტემის გარეცხვა იმ მოცულობის წყლით, რომელიც თავსდება მთელ სისტემაში. ამ წესის შესრულება უზრუნველყოფს პრეპარატის სრული დოზით შეტანას და სარწყავი სისტემის გასუფთავებას პრეპარატის ნარჩენებისაგან.
ჩითილების მორწყვა
ამ ღონისძიების გატარება მოითხოვს 1 ჰა-ზე გადასარგავად საჭირო ჩითილების, საჩითილეში განსათავსებელი ფართობის ზუსტ გათვლას. ამაზე არის დამოკიდებული შეტანის ნორმა, რომელიც შეადგენს 0,5-1,0 ლ/ჰა.
მაგალითად, თუ ერთ ჰა-ზე გადასარგავი ჩითილის რაოდენობა განთავსებულია 25-50 კვ/მის ფართობის მქონე სათბურში, მაშინ ზუსტად ამ ფართობზე შეიტანება 0,5-1,0 ლ პრეპარატი მორწყვით. თუ ჩითილი კასეტებითაა, გადარგვის წინ (1-2 დღით ადრე) შესაძლებელია მისი დამუშავება მთლიანი კასეტების პრეპარატის წყალხსნარში მოკლე დროით ჩასველებით, რასაც წინ უსწრებს და შემდგომ მოყვება ასევე სუფთა წყალში დასველება.
გამოთვლის ნიმუში
დავუშვათ 45 უჯრიან კასეტას, პომიდორის ჩითილით, შეუძლია შეითვისოს 50 გრ (50 მლ) წყალი. გადარგვა დაგეგმილია სიხშირით 50 ათასი მცენარე 1-ჰა-ზე. ასეთ შემთხვევაში 1 ჰექტარზე საჭირო ჩითილის რაოდენობა განთავსებულია 50000/45=1111 კასეტაში. თითოეულ კასეტაზე მოდის 0,5 ლ (საჰექტრო ნორმა)/ 1111=0,45 მლ. აქედან გამომდინარე კასეტის დასველებისათვის სამუშაო ნაზავის კონცენტრაცია შეადგენს 0,45მლ/50მლX100%=0,9%.
უპირატესობები
- შესანიშნავი სისტემური მოქმედება ფესვებიდან და ღეროდან
- გამოყენების ფართო სპექტრი მწუწნი და მღრღნელი მავნებელი მწერების წინააღმდეგ
- გახანგრძლივებული დაცვა _ ერთი დამუშავებით
- არატოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის და უსაფრთხოა გარემოსათვის
- შეუდარებელია წვეთოვანი მორწყვის სისტემით შეტანისას
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი (დღე) | დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა |
კარტოფილი, პომიდორი | კოლორადოს ხოჭო, ბუგრები, თრიფსები | 0.15-0.2 | 30 | 1 |
ვაშლი, ქლიავი | მწუწნი მავნებლები, ვაშლის და ქლიავის ბუგრები ცხვირგრძელები | 0.2-0.3 | 30 | 1 |
პომიდორი, კიტრი (დახურული გრუნტი) | ბუგრები, ორანჟერეის ფრთათეთრა, თრიფსები | 0.25 | 30 | 1 |
პომიდორი, ხახვი (წვეთოვანი მორწყვით) | მავნებელთა კომპლექსი | 0.5-1 | 30 | 1 |