უნიკალური “ორმხრივი სისტემურობა” უზრუნველყოფს მავნებლების ფართო სპექტრის საუკეთესო კონტროლს
რა აროს მოვენტო?
მოვენტო® _ ახალი სისტემური ინსექტიციდია, ტეტრონული მჟავების ქიმიური კლასიდან, რომელიც ფერმერებს სთავაზობს მწუწნი მავნებელების (ბუგრები, ფარიანები, ფრთათერები და სხვა) ფართო სპექტრისაგან დაცვის რევოლუციურ გადაწყვეტას.
პრეპარატი ფლობს მოქმედების უნიკალურ მექანიზმს, რომელიც ლიპიდების სინთეზის ინჰიბიტორად ხასიათდება.
ის აქტიურია მავნებლის მზარდ ფაზებზე, რომლებიც აქტიურად იკვებებიან დამუშავებულ მცენარეზე. გარდა ამისა, აღინიშნება ზრდასრული მდედრების ნაყოფიერების და მათი შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელოვანი შემცირება.
ფოთლის კუტიკულიდან მცენარეში შეღწევის შემდგომ, მოვენტო® ავლენს “ორმხრივ სისტემურობა”- ს, აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით გადაადგილდება და აღწევს მცენარის ყველა ნაწილში, მათ შორის დამუშავების შემდგომ განვითარებულ ნაწილებში.
შედეგად უზრუნველყოფილია ფართო სპექტრის მწუწნი მავნებლების – სხვადასხვა სახის ბუგრები, ფარიანები, ფსილები და სხვა მავნებლების ხანგრძლივი კონტროლი
მოვენტო® განეკუთვნება ენვიდორი® -სა და ობერონი®-ს ქიმიურ კლასს. მაგრამ მათგან და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატებისაგან განსხვავებით, მხოლოდ მოვენტო® ფლობს “ორმხრივ სისტემურობა”-ს მცენარეში გადაადგილებისას. ამ თვისებებით იგი სრულად იცავს არა მხოლოდ მიწისზედა ნაწილებს, არამედ აღწევს ფესვებშიც.
მოვენტო® უზრუნველყოფს
- “ორმხრივ სისტემურობას” – ერთდროული გადაადგილება აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით
- ახალი ყლორტების და ფოთლების ხანგრძლივ დაცვას
- მდედრების ნაყოფიერების შემცირებას
- დამუშავების შემდგომ დაბადებული მავნებლების სიცოცხლისუნარიანობის შემცირებას
- მალულად მცხოვრები მავნებლების წინააღმდეგ სტაბილურ ეფექტს
- მავნებლების მიერ რეზისტენტობის განვითარების ჩამოყალიბებას, მისი მოქმედების მექანიზმის წყალობით
- მტაცებელ და პარაზიტ ენტომოფაგებზე ზემოქმედების მინიმალურ რისკს, ამოტომ მოვენტო® მნიშვნელოვანი ელემენტია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემაში
პრეპარატული ფორმა
მოვენტო®-ს ფორმულაცია _ სუსპენზიის კონცენტრატი _ შეიცავს ადუვანტს, რომელიც აადვილებს მცენარეზე მიწებებას და შეღწევას, მაგრამ ცუდად დასველებად კულტურაზე შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი ადუვანტი. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მცენარეული ზეთის და არაიონურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერების ფუძეზე დამზადებულ პრეპარატებს, როგორიცაა მერო®.
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი (დღე) | დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა |
ვაზი | ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა, ვაზის ფილოქსერა, ტკიპები | 0.75-1.5 | 14 | 2 |
ვაშლი | ვაშლის ფსილა, ბუგრები (ვაშლის მწვანე ბუგრი, ვაშლმარცვლოვანთა ბუგრი, მსხლის ფოთოლმხვიარა ბუგრი) ბურტყლა ბუგრი | 0.75-1.0 | 21 | 2 |
ფარიანები (მათ შორის კალიფორნიის ფარიანა) და ცრუფარიანები, ტკიპები | 1.0-2.25 | |||
მსხალი | მსხლის ფსილა, ბუგრები (ვაშლის მწვანე ბუგრი, ვაშლმარცვლოვანთა ბუგრი, მსხლის ფოთლმხვიარა ბუგრი) ბურტყლა ბუგრი | 0.75-1.0 | 21 | 2 |
ფარიანები (მათ შორის კალიფორნიის ფარიანა) და ცრუფარიანები, ტკიპები | 1.0-2.25 | |||
ქლიავი | ბუგრები | 1.0 | 21 | 2 |
გარგარი, ალუბალი, ალუჩა | ბუგრები, ფარიანები | 1.0-2.25 | 21 | 2 |
ციტრუსი | ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა, ციტრუსის წითელი ფარიანა, ციტრუსის მწვანე ბუგრი, ბაღჩის ბუგრი | 1.75-2.25 | 14 | 2 |
სალათი | ატმის ბუგრი, სალათის მწვანე ბუგრი, ბაღჩის ბუგრი | 0.5-1.0 | 7 | 2 |
პომიდორი* | ორანჟერეის ფრთათეთრა, თამბაქოს ფრთათეთრა, ტკიპები | 0.5-1.0 | 3 | 2 |
კიტრი* | ბუგრები, თრიფსები, ტკიპები | 0.5-1.0 | 7 | 2 |
კომბოსტო | კომბოსტოს ფრთათეთრა | 0.5-1.0 | 7 | 2 |
ხახვი | ხახვის თრიფსი | 0.5-1.0 | 7 | 2 |
წიწაკა* (ტკბილი, მწარე) | თამბაქოს ფრთათეთრა | 0.5-1.0 | 3 | 2 |
*პომიდორი, კიტრი, წიწაკა(დახურული გრუნტი): შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.04 – 0.06%. სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 1000-3000 ლ/ჰა.
გამოყენების ვადები
მოვენტო® შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც პროფილაქტიკური დამუშავებისას, ისე მავნებლის მიერ მავნეობის ზღვარის მიღწევისას.
რეზისტენტობის კონტროლირება
მოვენტო®-ს მიმართ მედეგობის წარმოქმნის საშიშროების აღსაკვეთად რეკომენდებულია სქემის სხვა მოქმედების მექანიზმის პრეპარატით შევსება. სეზონის განმავლობაში რეკომენდებულია მოვენტო®-ს არაუმეტეს 2 ჯერადი გამოყენება, ხოლო თუ ამავე ნაკვეთზე გამოიყენება ენვიდორი® ან ობერონი® – არაუმეტეს 1 წამლობისა.
სასარგებლო მწერებზე გავლენა
მოვენტო®-ს არ გააჩნია კონტაქტური აქტივობა, ამიტომ იდეალურია მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემებისათვის, ვინაიდან არ ახდენს გავლენას მავნებელთა პარაზიტებზე, ჭიამაიებზე და სხვა სასარგებლო მწერებზე.
ყურადღება!
მცენარის ზრდის რეგულატორის გამოყენებიდან გასული უნდა იყოს 15 დღე, რადგან ამ დროს წვენთა მოძრაობა შეჩერებულია!
თავსებადია უმეტეს ფუნგიციდთან!
ეფექტი დგება – გამოყენებიდან მე-3-5 დღეს!