იარამილა NPK 7-20-28
YaraMila™ NPK 7-20-28 კომპლექსური გრანულირებული NPK სასუქია, რომელიც გამოიყენება ნიადაგში საბაზისო, ძირითად სასუქად შესატანად და სხვადასხვა კულტურების გამოსაკვებისთვის.
სასუქის თითოეული გრანულა შეიცავს მცენარისთვის აუცილებელ მაკრო და მიკროელემენტებს სწორი თანაფარდობით და მცენარეთათვის მისაღები ფორმით. ფოსფორი, რომელსაც შეიცავს Yara Mila™ NPK 7-20-28, წყალში სრულად ხსნადია. სასუქი დაბალანსებულად შეიცავს აზოტს ნიტრატული და ამონიუმის ფორმით.
YaraMila™ NPK 7-20-28 -ის გრანულები განსაკუთრებით მდგრადია და სხვა სასუქებთან შედარებით შენახვის ან ნიადაგში შეტანის დროს, ნაკლებად ექვემდებარება დეგრადაციას და მტვერის წარმოქმნას. გარდა მდგრადობისა, ყველა გრანულა თანაბარი ზომისაა, რაც ხელს უწყობს ნიადაგში მათ ზუსტ და მოწესრიგებულ შეტანას. ეს ამცირებს სასუქის დანაკარგებს და ზრდის მოსავლიანობას.
YaraMila™ NPK 7-20-28 ძირითადი (საბაზისო) სასუქის სახით გამოიყენება შემოდგომაზე და გაზაფხულზე ნიადაგის ხვნის პერიოდში. შესაძლებელია სასუქის გამოყენება დამატებით საკვებად რიგთაშორისი კულტივირების დროს. სასუქი განკუთვნილია მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურებისთვის, ასევე მრავალწლიანი მცენარეებისთვის.