პროდუქტის დეტალები
პროდუქტის აღწერა
ფუნგიციდი არმეთილი C
პრევენციული და სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, ბადრიჯნის (ღია და დახურული გრუნტი) და კარტოფილის დაავადებების წინააღდმეგ.
მოქმედების მექანიზმი
არმეთილი C აერთიანებს მეტალაქსილის სისტემურ და სპილენძის დამცავ მოქმედებას. მეტალაქსილი სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილში, ფოთოლზე გამოყენების შემდეგ. ნაზავის ტრანსლოკაცია ძირითადად აკროპეტალურია (ქსილემა), ეს არის თანდათანობითი და უწყვეტი პროცესი, რაც უზრუნველყოფს დამატებით ფუნგიციდურ აქტივობას და დაავადების კონტროლს ახალი მცენარის ზრდის დროს. მეტალაქსილს აქვს ხანგრძლივი ეფექტი, ეფექტური კონტროლის პერიოდი 14 დღე. სპილენძი (ოქსიქლორიდის სახით) იცავს მცენარის ზედაპირს ახალი ინფექციებისგან დამცავი ფენის წარმოქმნით. მეტალაქსილთან ფორმულირებით, ის აუმჯობესებს პროდუქტის ეფექტურობას დაავადების გამომწვევი პათოგენების მიმართ პრევენციული კონტროლის მეშვეობით.
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | მაქსიმალური ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) | დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | მაქსიმალური ჯამური წლიური ნორმა კულტურაზე | ლოდინის პერიოდი (დღე) |
ვაზი | ჭრაქი | 2.5 | 4 | 10 კგ/ჰა | 21 |
პომიდორი (ღია და დახურული გრუნტი) | ფიტოფტორა | 2.5 | 4 | 10 კგ/ჰა | 21 |
ბადრიჯანი (ღია და დახურული გრუნტი) | ფიტოფტორა | 2.5 | 4 | 10 კგ/ჰა | 21 |
კარტოფილი | ფიტოფტორა | 2.5 | 4 | 10 კგ/ჰა | 21 |
დაშვებულია ყველა კულტურისთვის:
სპილენძის ქლორჟანგის საერთო მაქსიმალური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 4,0 კგ მოქმედ ნივთიერება / ჰა / წელიწადი. |
გამოყენების პერიოდი
ოპტიმალური შედეგების მისაღწევად, არმეთილი ც უნდა იქნას გამოყენებული, როგორც პროფილაქტიკური მკურნალობა ინფექციის განვითარებამდე. გამოყენების პერიოდის განსასაზღვრად უნდა მოხდეს შესაბამისი დაავადების გავრცელების გათვალისწინება კონკრეტულ ფართობზე, ასევე რეგიონის გარემო პირობები (მაგ. ამინდი). გამოყენების შემდეგ 2 საათის განმავლობაში ნალექმა ან მორწყვამ შესაძლოა შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა.
შესხურების მოცულობა
გამოიყენეთ საკმარისი რაოდენობით წყალი, რათა სრულად მოხდეს მცენარის მგრძნობიარე ნაწილების დაფარვა. შესაბამისად წყლის რაოდენობა დამოკიდებულია კულტურის და ფოთლების განვითარების სტადიაზე.
დაავადებების მიმართ რეზისტენტობა
როდესაც ერთი და იგივე მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდები რამდენიმე წლის განმავლობაში განმეორებით გამოიყენება ერთი და იმავე ტერიტორიაზე, ბუნებრივად წარმოქმნილი, ნაკლებად მგრძნობიარე შტამები შეიძლება გადარჩეს, გამრავლდეს და დომინანტური გახდეს ამ ტერიტორიაზე. ამიტომ რეკომენდებულია, შესხურების პროგრამები მოიცავდეს მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის მქონე ფუნგიციდებს პათოგენში რეზისტენტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად. გამოიყენეთ არმეთილი ც პროფილაქტიკურად, როდესაც დაავადების დონე დაბალია, მაგრამ რისკი მაღალია. არ გამოიყენოთ არმეთილი ც, როდესაც დაავადება უკვე გამოვლენილია. სისტემური მოქმედების ოპტიმიზაციის მიზნით, შეზღუდეთ არმეთილი ც-ს გამოყენება იმ პერიოდით, როდესაც მცენარეები ყველაზე სწრაფად იზრდებიან (მაგალითად, კარტოფილის ყვავილობის წინა პერიოდში). სხვა დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფოთლები ბოლომდე განვითარებულია, გამოიყენეთ არაფენილამიდური ფუნგიციდები.
რეზისტენტობის წარმოშობის წინასწარმეტყველების შეუძლებლობის გამო, IQV S.A. არ იღებს თავის თავზე არავითარ პასუხისმგებლობას შტამების რეზისტენტობაზე მეტალაქსილის მიმართ.
დაკვირვებები
ვაზის დამუშავება გავლენას არ ახდენს ღვინის ფერმენტაციის პროცესზე და მის ორგანოლეპტიკურ თვისებებზე.
გამოყენების პერიოდი
ვაზი (Plasmopara viticola – ჭრაქი): BBCH 14-81.
პირველი შესხურება
პირველი დამუშავება უნდა ჩატარდეს დაავადების პირველი შეტევის თავიდან ასაცილებლად, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება, ყლორტების სიგრძე 30-40 სმ.
შესხურება ეროვნული ან რეგიონული საპროგნოზო პროგრამების მიხედვით
თუ რეგიონში დაავადების გავრცელების შესახებ გაფრთხილება გაცემულია, შესხურეთ დაუყოვნებლივ.
მეორე და შემდგომი შესხურებები
შესხურების პროგრამის დაწყების შემდეგ, დამუშავება გაიმეორეთ 10-14 დღის ინტერვალით, ინფექციის ხელის შემწყობი პირობებიდან გამომდინარე.
(ყვავილობამდე, ყვავილობის დასასრულს და ყვავილობიდან 14 დღის შემდეგ).
პომიდორი და ბადრიჯანი – ღია გრუნტი (Phytophthora infestans – ფიტოფტოროზი): BBCH 14-87.
პირველი შესხურება
შეასხურეთ კულტურაზე ფოთლოვანი მასის არსებობისას და სანამ მცენარეში შეიჭრება ფიტოფტოროზი. თუ რეგიონში დაავადების გავრცელების შესახებ გაფრთხილება გაცემულია, შესხურეთ დაუყოვნებლივ.
მეორე და შემდგომი შესხურებები
შესხურების პროგრამის დაწყების შემდეგ, დამუშავება გაიმეორეთ 10-14 დღის ინტერვალით, ინფექციის ხელის შემწყობი პირობებიდან გამომდინარე.
მაღალი რისკის გარემოება
თუ მომდევნო შესხურებისთვის მოსალოდნელია ნალექი, შესხურების ინტერვალი უნდა იყოს მხოლოდ 10 დღე.
სარწყავი კულტურები განიხილეთ, როგორც ფიტოფტოროზის მაღალი რისკის ქვეშ მყოფნი. შესხურება აწარმოეთ მორწყვის შემდგომ მალევე, როცა ფოთლები გაშრება, მინიმალური შესხურების ინტერვალის გათვალისწინებით.
პომიდორი და ბადრიჯანი – დახურული გრუნტი (Phytophthora infestans – ფიტოფტოროზი): BBCH 14-87.
პირველი შესხურება
შეასხურეთ კულტურაზე ფოთლოვანი მასის არსებობისას და სანამ მცენარეში შეიჭრება ფიტოფტოროზი. თუ რეგიონში დაავადების გავრცელების შესახებ გაფრთხილება გაცემულია, შესხურეთ დაუყოვნებლივ.
მეორე და შემდგომი შესხურებები
შესხურების პროგრამის დაწყების შემდეგ, დამუშავება გაიმეორეთ 10-14 დღის ინტერვალით, ინფექციის ხელის შემწყობი პირობებიდან გამომდინარე.
მაღალი რისკის გარემოება
სარწყავი კულტურები განიხილეთ, როგორც ფიტოფტოროზის მაღალი რისკის ქვეშ მყოფნი. შესხურება აწარმოეთ მორწყვის შემდგომ მალევე, როცა ფოთლები გაშრება, მინიმალური შესხურების ინტერვალის გათვალისწინებით.
კარტოფილი (Phytophthora infestans – ფიტოფტოროზი): BBCH 14-69.
პირველი შესხურება – დაავადების მაღალი რისკის უბნები
შეასხურეთ კულტურაზე ფოთლოვანი მასის არსებობისას და სანამ მცენარეში შეიჭრება ფიტოფტოროზი. თუ რეგიონში დაავადების გავრცელების შესახებ გაფრთხილება გაცემულია, შესხურეთ დაუყოვნებლივ.
პირველი შესხურება – დაავადების დაბალი რისკის უბნები
შეასხურეთ დაავადების შესახებ გაფრთხილებისთანავე.
მეორე და შემდგომი შესხურებები
შესხურების პროგრამის დაწყების შემდეგ, დამუშავება გაიმეორეთ 10-14 დღის ინტერვალით, ინფექციის ხელის შემწყობი პირობებიდან გამომდინარე.
მაღალი რისკის გარემოება
თუ მომდევნო შესხურებისთვის მოსალოდნელია ნალექი, შესხურების ინტერვალი შესაძლოა შემცირდეს 7 დღემდე.
სარწყავი კულტურები განიხილეთ, როგორც ფიტოფტოროზის მაღალი რისკის ქვეშ მყოფნი. შესხურება აწარმოეთ მორწყვის შემდგომ მალევე, როცა ფოთლები გაშრება, მინიმალური შესხურების ინტერვალის გათვალისწინებით.
დამუშავების მაქსიმალური რეკომენდებული რაოდენობით ჩატარების შემდეგ, სეზონზე დარჩენილი წამლობა უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური ფუნგიციდით.
შესასხურებელი ნაზავის მომზადება: მოახდინეთ საჭირო რაოდენობის პროდუქტის ჰომოგენიზაცია სუფთა ჭურჭელში, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. გააგრძელეთ წყლით განზავება. ნაზავი გადაიტანეთ შემასხურებლის ავზში, რომელიც ნახევრად არის წყლით სავსე და აურიეთ. შეავსეთ შემასხურებლის ავზი საჭირო დონემდე. განაგრძეთ მორევა, სანამ ავზი ივსება წყლით და შესხურების დროსაც. მოამზადეთ მხოლოდ მიმდინარე დამუშავებისთვის საჭირო ნაზავის რაოდენობა. ნაზავი გამოიყენეთ მომზადებისთანავე. არ შეინახოთ დარჩენილი ხსნარი შემდგომი გამოყენებისთვის.
თავსებადობა: არმეთილი ც არის ქიმიურად თავსებადი ფიტოსანიტარული პროდუქტების უმეტესობასთან, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებიც ტუტეა.
ავზის შერევის რეკომენდაციები არ არის მოცემული. თითოეულმა ოპერატორმა თავად უნდა შეამოწმოს პროდუქტების თავსებადობა, მათი მცირე ოდენობით შერევის გზით, ფაქტობრივ პირობებში (მაგ. წყლის ხარისხი, pH, ტემპერატურა).