პროდუქტის აღწერა
კარტოფილის სარგავი მასალის ინსექტიციდურ- ფუნგიციდური მოქმედების შესაწამლი პრეპარატი მღრღნელი და მწუწნი მავნებლებისა და სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ
კლოთიანიდინი — აცეტილქოლინის იმიტაცია, მოქმედებს პოსტსინაფსური მემბრანის რეცეპტორების მუდმივი აღგზნების გზით, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია აცეტილქოლინესთერაზით. პენფლუფენი – სუქცინატდეჰიდროგენაზის ინჰიბიტორი. ემესტო ® კვანტუმი ახალ ფურცელს შლის მცენარეთა დაცვისათვის შესაწამლი პრეპარატების გამოყენებაში და წარმოადგენს პირველ პრეპარატს ინოვაციური მოქმედების ნივთიერებით _ პენფლუფენი, რომელიც მიეკუთვნება ალკილამიდების ახალ ქიმიურ კლასს. თანამედროვე სტანდარტებთან შედარებით რიზოქტონიოზის (შავი ქეცი) კონტროლისათვის კარტოფილის სათესლე მასალაზე, პენფლუფენი გამოიყენება მცირე დოზით (1 ტონა სათესლე მასალაზე დაახლოებით 20 გრ.), ასევე შენახვის და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, პენფლუფენი არსებულ სტანდარტებზე უკეთესად აკონტროლებს ვერცხლისფერ და ჩვეულებრივ ქეცს. კლოთიანიდინი – ცნობილი ნივთიერებაა ქლორნიკოტინილების კლასიდან, რომელიც გამოირჩევა მცენარეში გადაადგილების მაღალი უნარით და პირიქით, დაბალი მიგრაციით ნიადაგის ქვედა შრეებში, ამავე კლასის სხვა ნივეთიერებებთან შედარებით, ასევე ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით.
გამოყენება
სამუშაო ნაზავის მოსამზადებლად საჭიროა პრეპარატის საჭირო რაოდენობა გაიხსნას 10-20 ლ. წყალში და კარგად აირიოს. მოცემული სამუშაო ნაზავი საკმარისია 1 ტონა კარტოფილის სარგავი მასალის შესაწამლად. სამუშაო ნაზავის რაოდენობა დამოკიდებულია სარგავი მასალის ზომაზე (რაც უფრო წვრილია ტუბერები მით მეტი სამუშაო ნაზავი გამოიყენება). სამუშაო ნაზავი თანაბრად უნდა შესხურდეს (შემასხურებლის ან სხვა ხელსაწყოს დახმარებით) დათესვამდე. კარგად შეზავებული პრეპარატის გამოყენება აუმჯობესებს ტუბერების თანაბარზომიერ დაფარვას, რაც ხელს უწყობს პრეპარატის ეფექტურობის ზრდას. კარტოფილის სარგავ მასალას არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება, ასევე არ უნდა იყოს დაინფიცირებული ფუზარიული და ბაქტერიული ინფექციით. საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია სარგავი მასალის დამუშავება სპეციალური შემასხურებლით, რომელიც დამაგრებულია სათეს აგრეგატზე, რისი მეშვეობითაც თავიდან იქნება აცილებული სველი კარტოფილის გახეხვა და ბაქტერიული დაავადებების გავრცელება. სათეს აგრეგატზე ტუბერების შეწამვლის შემთხვევაში, სამუშაო ნაზავის ნორმა მეტია და დამოკიდებულია მოწყობილობის მახასიათებლებზე. ემესტო ® კვანტუმი გამოყენებული უნდა იქნას უშუალოდ წყალში გაზავების შემდეგ. არ არის სასურველი სამუშაო ნაზავის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუნჯღრევლად დატოვება. დამუშავებული სარგავი მასალა უნდა დაითესოს შეწამვლიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში. რეკომენდებული არ არის დამუშავებული სარგავი მასალის საწყობში დიდი ხნით შენახვა.
უპირატესობები
- პათოგენზე მოქმედების ახალი მექანიზმი
- მგრძნობიარე პათოგენებისა და მავნებლების გაფართოებული სპექტრი
- სამუშაო ნაზავის, ავზში მომზადების საშუალება
- ხელსაყრელი ეკოლოგიური პროფილი
- ეფექტურობა აჭარბებს უახლეს სტანდარტებს
- ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობა
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა ლ/1 ტონა სარგავ მასალაზე (სამუშაო ნაზავის ნორმა ლ) |
კარტოფილი | მავთულა ჭიები, ცრუმავთულა ჭიები, მაისის ხოჭოს მატლები, კოლორადოს ხოჭო, ჭიჭინობლები, ბუგრები, თრიფსები, რიზოქტონიოზი, ქეცი | 0.25 (10-20) |
კარტოფილი (საკარმიდამო ნაკვეთები) 30-35 მლ/1ლ წყალში. ტუბერების დამუშავება დარგვის წინ. სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 1ლ/100კგ სათესლე მასალაზე