პროდუქტის დეტალები
პროდუქტის აღწერა
მაღალეფექტური ფუნგიციდი ვაზისა და მარცვლეული კულტურების უმთავრესი დაავადებების წინააღმდეგ
ფალკონი® წარმოადგენს ახალი თაობის ფუნგიციდს 3 მოქმედი ნივთიერებით, რაც გამორიცხავს დაავადების გამომწვევი სოკოს გამძლეობას (რეზისტენტობას).
ფალკონი® ეს ახალი სუპერფუნგიციდია, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკური, ასევე კურაციული (სამკურნალო) წამლობებისას.
ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში წამლობებს შორის ინტერვალი შეადგენს 10-15 დღეს. არახელსაყრელი კლიმატური პირობების (მაღალი ტენიანობა, ძლიერი ნალექი და ა.შ.) შემთხვევაში აუცილებელია წამლობებს შორის ინტერვალის შემცირება.
თავსებადობა
ფალკონი®-ს შერევა შეიძლება ზრდის მრავალ რეგულატორთან, თხევად სასუქებთან, ინსექტიციდებთან, სხვა კონტაქტურ და სისტემურ ფუნგიციდებთან.
უპირატესობები
- თავთავის ფუზარიოზის საწინააღმდეგო ერთადერთი ეფექტური ფუნგიციდი საქართველოში
- შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას
- გამოყენების ფართო დიაპაზონი
- ერთსა და იმავე თესლბრუნვაში ყოველწლიური გამოყენების შესაძლებლობა
- გააჩნია პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება და კარგად გამოხატული “სტოპ-ეფექტი”
- გამოყენების დაბალი ნორმა
დაცვის ხანგრძლივობა და მოქმედების სისწრაფე
ბიოლოგიური ეფექტი, როგორც წესი გრძელდება 2-4 კვირის განმავლობაში, დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე და დაინფიცირების სიძლიერეზე. პრეპარატი აღწევს მცენარეში დამუშავებიდან 2-4 საათში
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | გამოყენების დრო, მეთოდი | ლოდინის პერიოდი, დღე (დამუშავების ჯერადობა) |
ხორბალი საშემოდგომო, საგაზაფხულო | მურა ჟანგა, ღეროს ჟანგა, ყვითელი ჟანგა, სეპტორიოზი, ჰელმინთოსპორიოზი, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი, მსხვრევადი (მყიფე) ღეროები | 0.6 | შესხირება ვეგეტაციის პერიოდში, თავთავის ფუზარიოზის წინააღმდეგ, დათავთავების დასასრული ყვავილობის დასაწყისი.
სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 200-300 ლ/ჰა |
40 (1-2) |
ქერი საშემოდგომო, საგაზაფხულო | მურა ჟანგა, ღეროს ჟანგა, ყვითელი ჟანგა, სეპტორიოზი, ჰელმინთოსპორიოზი, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი, მსხვრევადი (მყიფე) ღეროები, ფოთლების მუქი-მურა ლაქიანობა, რინქოსპორიოზი | |||
ჭვავი საშემოდგომო | მურა ჟანგა, ღეროს ჟანგა, ყვითელი ჟანგა, სეპტორიოზი, ჰელმინთოსპორიოზი, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი, მსხვრევადი (მყიფე) ღეროები | |||
ვაზი | ნაცარი | 0.4 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. ყვავილობამდე, მარცვლის ზომის ნაყოფი, ნაყოფები ბარდის (მწვანე) ზომის.
სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 800-1000 ლ/ჰა |
40 (4) |
შაქრის ჭარხალი | ცერკოსპოროზი, ნაცარი, ფომოზი | 0.5-0.6 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, რიგების შეკვრის ფაზაში, შემდგომი დამუშავებები 14-16 დღის ინტერვალით.
სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა – 300 ლ/ჰა |
21 (2) |