მწერების ზრდის არასისტემური რეგულატორი, მავნებლების კომპლექსური კონტროლისთვის, ხეხილსა და ციტრუსებში
ალსისტინი® ეფექტური ინსექტიციდია, ისეთი მავნებლების წინააღმდეგ როგორებიცაა: ხეხილის ზოლიანი ჩრჩილი, მაჟაურა, ნაყოფჭამია, ვაშლის მენაღმე ჩრჩილი, მსხლის ფსილა, მერქნიჭამია, სხვა ჩრჩილები და ქერცლფრთიანები. შესაბამისად, პრეპარატი განკუთვნილია ხეხილის: ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის და სხვა დაცვისთვის. ალსისტინი® შეიცავს მოქმედ ნივთიერება ტრიფლუმურონს, რომელიც მიეკუთვნება ბენზონილ- ფენილ- შარდოვანას ქიმიურ ჯგუფს, რომლის მოქმედება (ქიტინის სინთეზის ინჰიბიტორი _ მავნებლების ზრდის რეგულატორები) მიმართულია მწერებისთვის დამახასიათებელი ბიოქიმიური პროცესებისკენ.
ალსისტინი® ეფექტურია მავნებლების ყველაზე მეტი ზიანის მოტანის დროს, კერძოდ კვერცხიდან მატლად განვითარების ფაზაში. იგი მოქმედებს, როგორც კვერცხის ფაზაში ასევე მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვისას და არ გააჩნია სისტემური თვისებები.
ალსისტინი® ხელს უწყობს ფერმერებს მცენარეების თანამედროვე მეთოდებით დაცვაში, უზრუნველყოფს რა ეფექტურ ალტერნატივას მავნე მწერების წინააღმდეგ და შერჩევით მოქმედებას სასარგებლო მწერებზე.
გამოყენების პერიოდი
შესხურება უნდა მოხდეს ზრდასრული მავნებლების ფრენის დასაწყისსა და კვეცხის დების პერიოდში. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება განხორციელდეს კვერცხის დადებამდე და არა მატლების გაჩენის შემდეგ. პრეპარატით დამუშავებამდე მიზანშეწონილია, მავნებელი მწერების კონტროლი ფერომონიანი დამჭერებით.
უპირატესობები
- რეგისტრირებულია ძირითად თესლოვან და კურკოვან ხეხილის კულტურებზე
- ალტერნატივა ქერცლფრთიანებისგან დასაცავად
- მაღალეფექტურია მატლების მიმართ
- საუკეთესო ეფექტურობა მაჟაურას და მერქნიჭამიას წინააღმდეგ
- არასისტემური პრეპარატი _ არ რჩება ნარჩენები
- სელექციურია სასარგებლო მწერების მიმართ
- მოხმარების ინსტრუქციის გათვალისწინების შემთხვევაში, უსაფრთხოა მომხმარებლისთვის
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | ლოდინის პერიოდი (დღე) |
ვაშლი, მსხალი | ვაშლის ნაყოფჭამია, ფოთლიხვევია, ჩრჩილი | 0.25-0.375 | 2 | 30 |
ატამი | აღმოსავლური ნაყოფჭამია | 0.25-0.375 | 2 | 30 |
ქლიავი | ქლიავის ნაყოფჭამია | 0.25-0.375 | 2 | 30 |
წაბლი | ველური წაბლის რგოლურა ჩრჩილი | 0.25-0.375 | 2 | 30 |
ჭადარი | ჭადრის ბაღლინჯო | 0.25-0.375 | 2 | 30 |