• პარტნიორები
  • გალერია

ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3კმ

Search
შესვლა / რეგისტრაცია
შესვლარეგისტრაცია

დაგავიწყდათ პაროლი?

აირჩიეთ კატეგორია
  • აირჩიეთ კატეგორია
  • მცენარეთა დაცვის საშუალებები
    • ზრდის რეგულატორები
    • თესლის შესაწამლები
    • ინსექტიციდები
    • ფერომონები
    • ფუნგიციდები
    • ჰერბიციდები
  • სათესლე მასალა
    • ბოსტნეულის თესლი
    • სიმინდის თესლი
    • ხორბლის თესლი
  • სარწყავი სისტემა
    • ადაპტორები
    • საირიგაციო მილები და აქსესუარები
    • წყლის ტუმბოები
  • სასოფლო სამეურნეო ტექნიკა
    • გუთნები
    • თივის წნეხამკრეფები
    • კულტივატორები
    • მისაბმელები
    • მოსავლის ამღები ტექნიკა
    • მულჩერები
    • სათესები
    • სათიბელები
    • სხვა ტექნიკა
    • ტრაქტორები
    • ფრეზები
    • შესაწამლი აპარატები
  • სასუქები
    • გრანულირებული სასუქები
    • ფოთლოვანი სასუქები
    • წყალში ხსნადი მიკროელემენტები ხელატური ფორმით
    • წყალში ხსნადი სასუქები
  • სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები
    • აქსესუარები
  • სმარტფრეშ სამაცივრე ტექნოლოგია
  • სხვა
    • დამაფრთხობლები
    • ზურგის შემასხურებლები
    • მეტეო სადგურები
    • სამუშაო იარაღები
    • ხელსაწყოები
ფავორიტები
0 შედარება
მენიუ
0 items 0.00 ლ
კატეგორიები
  • ყველა პროდუქტი
  • ხშირად გაყიდვადი
  • სასოფლო სამეურნეო ტექნიკა
  • მცენარეთა დაცვის საშუალებები
  • სასუქები
  • სარწყავი სისტემა
  • სმარტფრეშ სამაცივრე ტექნოლოგია
  • სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები
  • სათესლე მასალა
  • სხვა
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქტები
  • სერვისები
  • კონტაქტი
phone-icon+995 599 71 95 95
email-iconSales@agrocom.ge
Click to enlarge
მთავარი მცენარეთა დაცვის საშუალებები ჰერბიციდები გროდილ მაქსი 1ლ.
ვიპპერი 20ლ
ვიპპერი 20ლ 0.00 ლ
Back to products
ზენკორ ლიქვიდი 1ლ
ზენკორ ლიქვიდი 1ლ 0.00 ლ

გროდილ მაქსი 1ლ.

0.00 ლ

phone-icon+995 599 71 95 95 email-iconSales@agrocom.ge
შედარება
ფავორიტებში დამატება
კატეგორია: მცენარეთა დაცვის საშუალებები, ჰერბიციდები
გაზიარება:
  • აღწერა
აღწერა

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება: იოდოსულფურონი 25 გ/ლ, ამიდოსულფურონი 100 გ/ლ, მეფენპირ-დიეთილი (ანტიდოტი) 250 გ/ლ.
პრეპარატული ფორმა: ზეთოვანი დისპერსია.
მწარმოებელი: Bayer AG.
ქვეყანა : გერმანია.
                                                                                         პროდუქტის აღწერა

მაღალეფექტური, ზეთოვან-დისპერსიული ფორმულაციის ჰერბიციდი, ანტიდოტის შემცველობით, თავთავიანი მარცვლეული კულტურების და სიმინდის ერწლიანი და მრავალწლიანი, ბრტყელფოთლიანი სარეველებისაგან დასაცავად

გროდილ® მაქსი ინოვაციური, ზეთოვან-დისპერსიული ფორმულაციის ჰერბიციდია. შემუშავებული და დაპატენტებული კომპანია „ბაიერ აგ“-ს მეცნიერების მიერ „ოდეიზი“ ტექნოლოგიით

ეს ფორმულაცია შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს, რომლებიც დისპერგირებულია სპეციალურ კომპლექსში ზეთსა და მიმწებებლებთან.

წყალში გახსნისას, მოქმედი ნივთიერების მიკროსკოპიული კომპლექსები, ზეთთან და მიმწებებელთან ერთად ქმნის წმინდა დისპერსას.

ამის გამო, ზეთოვან- დისპერსიულ ფორმულაციას გააჩნია უნიკალური თვისებები, რომლებიც უზრუნველყოფენ:

  • სამუშაო ხსნარის უკეთეს მიწებებას სარეველების ფოთლების ზედაპირზე
  • ფოთლის ზედაპირის კარგ დატენიანებასა და სამუშაო ხსნარის თანაბარ გადანაწილებას
  • ხანგრძლივი დროის მანძილზე ზეთისა და მიმწებებლის თხევადი ფენის არსებობას, რაც უზრუნველყოფს მოქმედი ნივთიერების ფოთლებში სრულ შეღწევას მათი კრისტალიზაციის გარეშე.

ეს ხელს უწყობს გროდილ® მაქსი-ს მაღალ და სტაბილურ ეფექტურობას ექსტრემალურ მეტეო პირობებში და ჰერბიციდის მოქმედების დაჩქარებას.

მოქმედების სპექტრი

ხარჯვის ნორმა: 0.09 – 0.11 ლ/ჰა

ეფექტურობა ნორმით 0.1 – ლ/ჰა

გროდილ მაქსი

ზოგჯერ, განსაკუთრებით დაგვიანებული შესხურებისას (გადაზრდილი სარეველები), ან ექსტრემალური მეტეო პირობების დროს, სარეველები არ იღუპებიან, მაგრამ ძალიან სუსტდებიან, აღარ ვითარდებიან და არ უქმნიან კონკურენციას კულტურულ მცენარეებს.

მოქმედების მექანიზმი

გროდილ® მაქსი სწრაფად შთაინთქმება სარეველების ფოთლებისა და ნაწილობრივ ფესვების მიერ. მისი მკვებავი ნივთიერებების მეშვეობით მას შეუძლია მცენარეში თავისუფლად გადაადგილდეს აღმავალი და დაღმავალი გზებით.

ფლოემურ-ქსილემური ქმედების ხარჯზე, პრეპარატი აღწევს სარეველების ყველა ნაწილში და გროვდება ზრდის წერტილებში, მათ შორის „მძინარე“ ყლორტებში. სარეველების ზრდა და მათი კონკურენცია კულტურულ მცენარეებთან წყდება გროდილ® მაქსი-ს გამოყენებიდან რამდენიმე საათში. პირველი 5-7 დღის განმავლობაში, შესხურებულ სარეველაზე ჩნდება ქლოროზული ლაქები, ხოლო სარეველა კვდება შესხურებიდან 3-4 კვირის განმავლობაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით.

გამოყენების ტექნიკა

შესაწამლი აპარატით დამუშავებისას რეკომენდებულია სამუშაო ნაზავის ულტრამცირემოცულობიანი შესხურება ნორმით 150-300 ლ/ჰა და დამოკიდებულია შესაწამლი აგრეგატის ტიპზე: მაგალითად: ბრტყელნაკადიანი ბუნიკის გამოყენებისას – სითხის წნევა 2,5-3 კგ/ სმ2, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე 6-7 კმ/სთ. ულტრამცირემოცულობიანი და ავიაშესხრურებისას გამოყენების ნორმა _ 50 ლ/ჰა სამუშაო ნაზავი.

საშემოდგომო გამოყენება

გროდილ® მაქსი-ს აქვს სარეველებზე მოქმედების ორმაგი ეფექტი: ფოთლებისა და გრუნტის მეშვეობით. შემოდგომაზე გროდილ® მაქსი მოქმედებს ვეგეტატიური სარეველების წინააღმდეგ, ასევე იგი ხვდება ნიადგის ზედაპირზე. იგი იშლება მიკრობიოლოგიური გზით ანუ მიკროორგანიზმების სახით. დაბალი ტემპერატურის პირობებში, რომელიც იწყება ამ პერიოდში, მიკროორგანიზმების აქტიურობა მკვეთრად კლებულობს, გროდილ® მაქსი გადადის ეგრეთწოდებულ „მიძინების ფაზაში“ და მთელი ზამთრის განმავლობაში ინახება ნიადაგის ზედა ფენებში. გაზაფხულზე, როცა ჰაერის ტემპერატურა მატულობს, იგი ავლენს თავის თვისებებს სარეველებზე; ამგვარად, იგი მოქმედებს სარეველებზე საზაფხულო ზრდის დაწყებისთანავე და ანადგურებს მათ საწყის სტადიაში. სარეველები აღარ უწევენ კონკურენციას კულტურულ მცენარეებს.

რეკომენდაციები საშემოდგომო გამოყენებისათვის

გროდილ® მაქსი-ს საშემოდგომოდ გამოიყენება კულტურული მცენარის ვეგეტაციის შეჩერებამდე 1-2 კვირით ადრე. მინდვრებზე, სადაც ჭარდბად იზრდება მრავალწლიანი სარეველები, საჭიროების შემთხვევაში, გაზაფხულზე შესაძლებელია გროდილ® მაქსი-ს ან 2,4 დ ჯგუფის პრეპარატების ხელმეორედ გამოყენება.

სელექცურობა

გროდილ® მაქსი გამოიყენება მარცვლოვან კულტურებზე: ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი. მის შემადგენლობაში ანტიდოტის არსებობის წყალობით, პრეპარატი უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და საიმედო ჰერბიციდულ მოქმედებას კულტრულ მცენარეებში, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროსაც.

რეკომენდაციები თესლბრუნვისთვის

ნორმალური თესლბრუნვისას და საკმარისი ნალექისას, წინამორბედი კულტურის (რომელიც მუშავდებოდა გროდილ® მაქსი-თ) შემდგომ, შესაძლებელია დაითესოს ნებისმიერი საზაფხულო და საშემოდგომო კულტურა.

შესაძლოზემოქმედებაშემდგომითესლბრუნვისას:ბარდა,რაფსი,წიწიბურა.

მომდევნო კულტურად მზესუმზირის დათესვა ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ იმ ჯიშების, რომლებიც რეზისტენტულია იმიდაზოლინების (მაგალითად ჰიბრიდები: მელდიმი, სანაი, ნეომა, ალეგა და სხვა) და ტრიბენურონმეთილის ჯგუფის (მაგალითად ჰიბრიდები:pr 64Е83, pr63Е71, pr63Е90) ჰერბიციდების მიმართ.

უპირატესობები

  • მაღალი და სტაბილური ეფეტურობა ნებისმიერი მეტეო პირობების შემთხვევაში, ინოვაციური ზეთოვან-დისპერსიული ფორმულაციის წყალობით
  • ყველაზე ფართო ჰერბიციდული მოქმედების სპექტრი ფართოფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ
  • დაბალ ტემპერატურაზე გამოყენების შესაძებლობა (+5°C)
  • სარეველებზე სწრაფი მოქმედება
  • უაღრესად სელექციური და უსაფრთხო მოქმედება კულტურებისათვის, ანტიდოტის არსებობის ხარჯზე
  • მიმწებებლის არსებობა პრეპარატში
  • ორმაგი ეფექტი სარეველებზე: ფოთლებიდან და ნიადაგიდან
  • რეგისტრირებულია საავიაციო გამოყენებისათვის
  • გამოიყენება შემოდგომითაც
  • უსაფრთხოა მომხმარებელსა და გარემოსათვის

გამოყენება

კულტურა ხარჯვის  ნორმა (ლ/ჰა) გამოყენების დრო და მეთოდი ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
 

ხორბალი, ქერი(საგაზაფხულო)

 

0,05 – 0,075 ნათესებზე შესხურება კულტურის 2-3 ფოთლის ფაზაში, ბარტყობის დასაწყისას, სარეველების ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში (2-4 ფოთოლი) 60 (1)

 

 

 

0,05 – 0,1 ნათესებზე შესხურება კულტურის ბარტყობის პერიოდში და სარეველების აქტიური ზრდის პერიოდში (2-­4 ფოთოლი)
0,075 – 0,1 ნათესებზე შესხურება კულტურის აღერების დასაწყისში (1­-2 მუხლთაშორისი) და სარეველების განვითარების ადრეულ პერიოდში
ხორბალი, ქერი(საშემოდგომო) 0,05 – 0,1 ნათესებზე შესხურება გაზაფხულზე, კულტურის ბარტყობის ­ აღერების დასაწყისში (1­-2 მუხლთაშორისი) ან შემოდგომით, კულტურის ბარტყობის პერიოდში, სარეველების განვითარების ადრეულ სტადიაში
სელი 0,05 ­- 0,1 შესხურება ნათესებზე კულტურის 7­-15 სმ სიმაღლისას (ე.წ „ნაძვის ხის“ ფაზაში) და სარეველების განვთარების ადრეულ პერიოდში -(1)
სიმინდი 0,05­ – 0,1 ნათესებზე შესხურება კულტურის 3­-5 ფოთლის ფაზაში და სარეველების განვითარების ადრეულ პერიოდში 60 (1)

 

მსგავსი პროდუქტები

სწრაფი ნახვა
შედარება
ფავორიტებში დამატება

კუპერვალი 25კგ

მცენარეთა დაცვის საშუალებები, ფუნგიციდები
0.00 ლ
სწრაფი ნახვა
შედარება
ფავორიტებში დამატება

ობერონი

მცენარეთა დაცვის საშუალებები, ინსექტიციდები
0.00 ლ
სწრაფი ნახვა
შედარება
ფავორიტებში დამატება

ობერონ რაპიდი

მცენარეთა დაცვის საშუალებები, ინსექტიციდები
0.00 ლ
სწრაფი ნახვა
შედარება
ფავორიტებში დამატება

მოვენტო

მცენარეთა დაცვის საშუალებები, ინსექტიციდები
0.00 ლ
სწრაფი ნახვა
შედარება
ფავორიტებში დამატება

პროტეუსი

მცენარეთა დაცვის საშუალებები, ინსექტიციდები
სწრაფი ნახვა
შედარება
ფავორიტებში დამატება

ბელტი

მცენარეთა დაცვის საშუალებები, ინსექტიციდები
0.00 ლ
სწრაფი ნახვა
შედარება
ფავორიტებში დამატება

დეცის ფლუქსი

მცენარეთა დაცვის საშუალებები, ინსექტიციდები
0.00 ლ
სწრაფი ნახვა
შედარება
ფავორიტებში დამატება

პირიფოსი

მცენარეთა დაცვის საშუალებები, ინსექტიციდები
0.00 ლ

    შპს „აგრო-კომ“ -ი ფერმერთა მომსახურებისა და კონსულტაციების ცენტრი დაარსდა 2011 წელს.

    • ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3კმ
    • გორის ფილიალის მისამართი: ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი #8
    • ქარელის ფილიალი: ქარელი, სოფ. საღოლაშენის გადასახვევი
    • +995 599 71 95 95
    • Sales@agrocom.ge
    Developed By Web Features 2023 All Rights Reserved
    • მენიუ
    • კატეგორიები
    • ყველა პროდუქტი
    • ხშირად გაყიდვადი
    • სასოფლო სამეურნეო ტექნიკა
    • მცენარეთა დაცვის საშუალებები
    • სასუქები
    • სარწყავი სისტემა
    • სმარტფრეშ სამაცივრე ტექნოლოგია
    • სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები
    • სათესლე მასალა
    • სხვა
    • მთავარი
    • პროდუქტები
    • ჩვენ შესახებ
    • პარტნიორები
    • სერვისები
    • კონტაქტი
    • ფავორიტები
    • შედარება
    • შესვლა / რეგისტრაცია
    კალათა
    დახურვა