ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი ექსილისი არის ყვავილობის შემდგომი გასათხელებელი საშუალება ვაშლისა და მსხლის ხეებისათვის, რომლებიც ჭარბი ყვავილობით ხასიათდებიან, ან რომელთა გათხელება რთულია.
ექსილისის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები, როგორიცაა ხის სიძლიერე, ყვავილობის ინტენსივობა, დამტვერვის და კლიმატური პირობები. კერძოდ, ეფექტი მატულობს მაღალი ტემპერატურის პირობებში პრეპარატის გამოყენებისას. გამოიყენება, ვეგეტაციისას, აქტიური ზრდის პერიოდში, 15oC ტემპერატურის პირობებში. დამუშავებისას მაღალი ფარდობითი ტენიანობა უზრუნველყოფს პროდუქტის კარგ შეღწევას და აუმჯობესებს ეფექტს.
გამოიყენეთ სწორად დაკალიბრებული შემასხურებელი, რათა უზრუნველყოთ ყველა ფოთლის და განვითარებადი ნაყოფების ერთგვაროვანი და სრული დაფარვა, ჩამოღვენთვის გარეშე. შესასხურებელი მოცულობის გაანგარიშება უნდა მოხდეს ხის ზომისა და სიხშირის მიხედვით. შესასხურებელი მოცულობის დაახლოებით 80% უნდა იყოს მიმართული ხის ზედა ორ მესამედზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვედა ტოტები შეიძლება ზედმეტად გათხელდეს.
ექსილისის გამოყენებიდან 12 საათის განმავლობაში ნალექმა შეიძლება შეამციროს პრეპარატის აქტივობა. არ გამოიყენოთ პრეპარატი წვიმის შემდეგ. დაელოდეთ ფოთლების და ნაყოფების გაშრობას, სანამ მათი ზედაპირიდან არ გაქრება წვიმის წვეთები.
გათხელება ჩვეულებრივ შეიმჩნევა პრეპარატის გამოყენებიდან 2-3 კვირაში.
ექსილისის გამოყენება, როგორც ყვავილობის შემდგომი გასათხელებელი საშუალება ხეხილში, ზრდის ნაყოფის ზომას და ხელს უწყობს მათ ხელახალ ყვავილობას მომდევნო სეზონზე.
გამოყენება
კულტურა | ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | გამოყენების პერიოდი | ლოდინის პერიოდი, დღე
(გამოყენების მაქს. ჯერადობა) |
ვაშლი | 3.75-7.5 | სრული მოსავლიანობის მიღწევისას, იმ მცენარეებზე რომელთაც გააჩნია განვითარებული ვარჯი | 90 (1) |
მსხალი | 5.0-7.5 | 90 (1) |
ხეები უნდა დამუშავდეს ცენტრალური ნაყოფის 7-15 მმ ზომის მიღწევისას, აქტიური ვეგეტაციის დროს.
არ გამოიყენოთ გასათხელებელი საშუალება სრული ყვავილობიდან 30 დღის შემდეგ.
ექსილისის დოზა დაარეგულირეთ გათხელების სასურველი ხარისხის გათვალისწინებით, ბოლო ორი წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით.
შესხურების მოცულობა დაარეგულირეთ ხის ზომის და განვითარების მიხედვით რათა უზრუნველყოთ ნაყოფების და ფოთლების სრული დაფარვა.
ზრდასრულ ხეებზე, რომელთაც გააჩნიათ ფოთლების სრული საფარი, პრეპარატი გამოიყენება მაქსიმალური ხარჯვის ნორმით – 7,5 ლიტრი პროდუქტი 1000 ლ. წყალში, ჰექტარზე. უფრო პატარა ხეებზე, ან ვიწრო ყლორტებზე, წყლის მოცულობა შეიძლება შემცირდეს, ხარჯვის ნორმის კორექციის აღიარებული სქემის მიხედვით.
პროდუქტის მაქსიმალური ხარჯვის ნორმა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 7,5 ლ/ჰა-ს.
გამოიყენეთ 15°C -ზე მაღალი ჰაერის ტემპერატურის პირობებში. 3-5 დღის განმავლობაში 15°C -ზე მაღალი საშუალო დღიური ტემპერატურა მნიშვნელოვანია კარგი გათხელებისთვის. ზედმეტად მაღალმა ტემპერატურამ (+28°C) შეიძლება გამოიწვიოს გადამეტებული გათხელება. არ გამოიყენოთ ექსილისი 15°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში. პრეპარატის გამოყენებამ სიცივეში, ყინვაში ან გაშრობისთვის რთულ პირობებში, შეიძლება გამოიწვიოს გათხელების ეფექტის შესუსტება.