სასუქი სუსპენზია ფოთლოვანი გამოკვებისთვის NP 5-13 მიკროელემენტებით
შემცველობა
- 0.4% N აზოტი ნიტრატული
- 4.6% N აზოტი ამიაკური
- 13% P2O5 ფოსფორი, წყალში ხსნადი
- 7.7% B ბორი წყალში ხსნადი
- 0.05% Cu სპილენძი, წყალში ხსნადი ხელატური ფორმით EDTA
- 0.1% Fe რკინა, წყალში ხსნადი ხელატური ფორმით EDTA
- 0.05% Mn მანგანუმი, წყალში ხსნადი ხელატური ფორმით EDTA
- 0.001 Mo მოლიბდენი, წყალში ხსნადი ხელატური ფორმით EDTA
- 0.05 Zn თუთია, წყალში ხსნადი ხელატური ფორმით EDTA
ვუქსალ ბორონ პლუსი არის ბორის სპეციალური სუსპენზია ფოთლოვანი გამოკვებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ბორის ძალზედ ეფექტურ შთანთქმას ფოთლების და ყვავილის უჯრედების მიერ.
ვუქსალ ბორონ პლუსი არ არის მხოლოდ ბორის შემცველი სასუქი: მას აქვს მასტიმულირებელი ეფექტი, განვითარების ადრეულ სტადიაში ფიზიოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ მცენარეებზე. გარდა ამისა იგი თავსებადია პესტიციდებთან. შედეგი: მეტი მოსავალი, უკეთესი ხარისხი.
ვუქსალ ბორონ პლუსი ინარჩუნებს შესასხურებელი ხსნარის pH-მაჩვენებელს იმ მნიშვნელზე, რომელიც ფიზიოლოგიურად კარგად ათვისებადია მცენარეებისათვის. დამატებით წყლის დამარბილებელი კომპლექსის წყალობით ვუქსალ ბორონ პლუსი შესაძლებელია გამოვიყენოთ 40 მგ-ეკვ/ლ – მდე (წყლის სიხისტის დონე).
ვუქსალ ბორონ პლუსის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია ხეხილში, მევენახეობაში, მებოსტნეობასა და მარცვეულ კულტურებში, რომლებშიც ბორის ნაკლებობა ხშირ შემთხვევებში სხვა მიკროელემენტების „ფარულ“ ნაკლებობასთან ერთად ვლინდება.
ვუქსალ ბორონ პლუსი ამცირებს თესლოვანი ხეხილის სხვადასხვა მგრძნობიარე სახეობების გამუქებას, ამავდროულად ხელს უწყობს უჯრედების დაყოფის სიჩქარეს, ფოსფორის და აზოტის მაღალი შემცველობის მეშვეობით. შედეგი: ხილის ოპტიმალური ზრდა.
ვუქსალ ბორონ პლუსი სპეციალური დანამატების წყალობით გამოირჩევა მედეგობით წვიმით ჩამორეცხვისადმი და მშვენივრად ინარჩუნებს წებოვნებას სრულიად განსხვავებულ კლიმატურ პირობებშიც კი.