პროდუქტის დეტალები
მოქმედი ნივთიერება: ბორდოს ნარევი (CU – ს მიხედვით) 22.5% მ/მ (225 გ/კგ); ციმოქსანილი 3% მ/მ (30 გ/კგ)
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი
მწარმოებელი: IQV
ქვეყანა: ესპანეთი
პროდუქტის აღწერა
ფართო სპექტრის პროფილაქტიკური და სამკურნალო დანიშნულების ფუნგიციდი სველებადი ფხვნილის ფორმით (სფ)
- დამცავი და სამკურნალო მოქმედება: აერთიანებს ფოთლის ზედაპირზე გადანაწილებული ბორდოს ნარევის დამცავ ფენას და ციმოქსანილის ლოკალურად სისტემურ და ტრანსლამინალურ მოქმედებას, ეს სრულად განაპირობებს ფოთლის ადგილობრივ დაცვას
- რეზისტენტობის არარსებობა: მრავალმხრივი მოქმედების მექანიზმის გამო რეზისტენტობა ჯერ არ გამოვლენილა
- საუკეთესო მდგრადობის უნარი წვიმით ჩამორეცხვისადმი: მისი ადგილობრივი სისტემური თვისებები ხელს უშლის წვიმისაგან ჩამორეცხვას. კუპერტინ სუპერი სწრაფად აღწევს მცენარეში. შესაბამისად, თუ მისი გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში იწვიმებს, პრეპარატის ეფექტურობა არ შემცირდება
- დროში გახანგრძლივებული დამცავი ეფექტი: ზემოთხსენებული ბორდოული ხსნარის შიგთავსის შესაბამისად, პროდუქციას გააჩნია გრძელვადიანი დამცავი მოქმედების უნარი
გამოყენება:
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა ან კონცენტრაცია) |
პომიდორი* | ალტერნარიოზი, ფიტოფტორა | 3.5-4.5 კგ/ჰა |
ვაზი | ჭრაქი, შავი სიდამპლე, ანთრაქნოზი | 3.5 კგ/1000ლ. წყალზე |
კარტოფილი | ალტერნარიოზი, ფიტოფტორა | 3.5-4.5 კგ/ჰა |
*პომიდორში ტარდება მაქსიმუმ 6 ჯერადი შესხურება სეზონის განმავლობაში. წამლობებს შორის ინტერვალი შეადგენს 7 დღეს, გამოიყენება სამუშაო ნაზავი მაქსიმუმ 1200 ლ/ჰა-ზე ოდენობით. ხოლო1 ჰა-ზე კუპერტინი სუპერი გამოიყენება 33 კგ/ჰა-ზე სეზონის განმავლობაში.