პროდუქტის დეტალები
პროდუქტის აღწერა
ხეხილის დაავადებების საწინააღმდეგო ახალი სისტემურ-ტრანსლამინარული მოქმედების ფუნგიციდი
ფლუოპირამი _ მიტოქონდრიალური სუნთქვის ბლოკირება პათოგენის უჯრედში (კომპლექსი II), ტრიფლოქსისტრობინი _ მიტოქონდრიალური სუნთქვის ბლოკირება პათოგენის უჯრედში (კომპლექსი III).
ლუნა® სენსეიშენი _ ხეხილის დაცვისათვის შექმნილი კიდევ ერთი პრეპარატია ლუნას ინოვაციური ოჯახიდან. გამოირჩევა თესლოვან და კურკოვან ხეხილში პათოგენზე მოქმედების ფართო სპექტრით. ბაიერ აგ-ს სხვა პრეპარატებთან ერთად _ ზატო® სტარი, სკალა® და ანტრაკოლი® _ ქმნის ხეხილის დაცვის ერთიან სისტემას.
ფიტოტოქსიკურობა
არ აღინიშნება ინსტრუქციის და ტარის ეტიკეტის მიხედვით გამოყენებისას.
თავსებადობა
სხვა პრეპარატებთან შერევამდე აუცილებელია შემოწმდეს ფიზიკო-ქიმიური თავსებადობა და ფიტოტოქსიკურობა.
რეზისტენტობა
არ აღინიშნება რეზისტენტობა სეზონის განმავლობაში პრეპარატის შესხურების რეკომენდებული ჯერადობის დაცვის პირობებში. პრეპარატი უსაფრთხოა გარემოსათვის და აგროცენოზში მონაწილე სასარგებლო ორგანიზმებისათვის.
უპირატესობები
- მოქმედების ახალი მექანიზმი
- პათოგენების ფართო სპექტრი
- ძირითადი ელემენტია ხეხილის ინტეგრირებული დაცვის სისტემაში
- მოსავლიანობის და ნაყოფების სასაქონლო თვისებების მატება
- ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობა
ყურადღება!
შენახვის დაავადებების წინააღმდეგ, რეკომენდებულია ლუნა ® სენსეიშენი -ს შესხურება კულტურაზე, მოსავლის აღებამდე 2-3 კვირით ადრე 0,6-0,8 ლ/ჰა ნორმით!
გამოყენება
კულტურა | დაავადება | ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი, დღე (დამუშავების მაქს. ჯერადობა) |
ნუში | მონილიოზი (Monilinia laxa) (Monilinia fructicola); კურკოვნების ფოთლების (ყლორტების, ნაყოფების) ლაქიანობა (Wilsonomyces carpophilus); ანთრაქნოზი (Colletotrichum acutatum); ალტერნარიოზი (Alternaria alternata); ქეცი (Cladosporium carpophilum); ჟანგა (Tranzschelia discolor); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ნაცარი (Sphaeotheca pannosa), (Podosphaera tridactyla). | 0.3-0.55 | 14 (4) |
პომიდორი | ნაცარი (Oidiopsis taurica/Leveillula taurica); ალტერნარიოზი (Alternaria solani); სეპტორიოზი, ფოთლების ლაქიანობა (Septoria lycopersici); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ფოთლების ნაცრისფერი ლაქიანობა (Stemphyllium spp.); შავი სიდამპლე (Alternaria alternata); ხაზურა სილაქავე (Corynespora cassiicola); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); თეთრი სიდამპლე (Sclerotinia spp.); სამხრეთული სიდამპლე (Sclerotium rolfsii). | 0.3-0.55 | 3 (5) |
წიწაკა (ტკბილი, ცხარე), ბადრიჯანი | ნაცარი (Oidiopsis taurica / Leveillula taurica); ალტერნარიოზი (Alternaria solani); სეპტორიოზი, ფოთლების ლაქიანობა (Septoria lycopersici); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ფოთლების ნაცრისფერი ლაქიანობა (Stemphyllium spp.); შავი ობი (Alternaria alternata); ხაზურა სილაქავე (Corynespora cassiicola); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); თეთრი ობი (Sclerotinia spp.); სამხრეთული სიდამპლე (Sclerotium rolfsii). | 0.3-0.55 | 3 (5) |
სტაფილო | ალტერნარიოზი (Alternaria dauci); ფოთლების ლაქიანობა (Cercospora carotae); ნაცარი (Erysiphe spp.) (Leveillula taurica); ჟანგა (Puccinia spp.) (Uromyces spp.); სკლეროტინიოზი (Sclerotinia sclerotiorum). | 0.25-0.55 | 7 (3) |
კენკროვნები | ნაცარი (Sphaerotheca macularis); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); ფომოფსისი/ნაყოფის სიდამპლე (Phomopsis obscurans); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ნაყოფის სიდამპლე (Rhizopus spp.); ფოთლების ლაქიანობა (Mycosphaerella fragariae). | 0.25-0.55 | – (4) |
კივი | ნაცარი (Uncinula necator); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ფომოფსისი და ფოთლების ლაქიანობა (Phomopsis viticola); შავი სიდამპლე (Guignardia bidwellii); ჭრაქი (Plasmopara viticola); ასპერგილოზი (Aspergillus spp.) |
0.25-0.55 | 14 (6) |
ციტრუსი (გრეიპფრუტი, ლაიმი, ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი) | ლაქიანობები (Guignardia citricarpa), (Mycosphaerella citri); მელანოზი (Diaporthe citri); ალტერნარიოზი (Alternaria alternata); სეფტორიოზი (Septoria citri); ნაყოფების ცვენა ყვავილობის შემდეგ (PFD) – ანთრაქნოზი (Colletotrichum acutatum); ქეცი (Elsinoe fawcettii). | 0.25-0.55 | 7 (4) |
გოგრა, კიტრი | ნაცარი (Sphaerotheca fuliginea / Podosphaera xanthii) (Erysiphe cichoracearum); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ალტერნარიოზი (Alternaria cucumerina); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); ღეროს სიდამპლე (Didymella bryonae); რიზოქტონიოზი (Rhizoctonia solani). | 0.25-0.55 | – (4) |
თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში) | ნაცარი (Podosphaera leucotricha); ქეცი (Venturia spp.); ვაშლის ჟანგა (Gymnosporangium juniperi-virginianae); ვაშლის მურა სოკო (Gloeodes pomigena); თესლოვანი კულტურების მურა სოკო (Schizothyrium pomi); მწარე სიდამპლე (Glomerella cingulata); თეთრი სიდამპლე (Botryosphaeria dothidea); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); შავი სიდამპლე (Botryosphaeria obtusa); მონილიოზი (Monilinia spp.); ალტერნარიოზი (Alternaria spp.); კომშის ჟანგა (Gymnosporangium clavipes); ფოთლების ლაქიანობა (Mycosphaerella pomi). | 0.25-0.4 | 14 (4) |
კურკოვანი ხეხილი (ალუბალი, ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ქლიავი) | მონილიოზი (Monilinia spp.), ნაცარი (Podosphaera spp.); ატმის ნაცარი (Sphaerotheca pannosa); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ნაყოფის მონილიოზური სიდამპლე (Monilinia spp.), (Botrytis cinerea), (Rhizopus spp.); ფოთლების მეწამული სილაქავე, კოკომიკოზი (Blumeriella jaapii); ქეცი (Cladosporium carpophilum); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); კურკოვნების ფოთლების (ყლორტების, ნაყოფების) ლაქიანობა (Wilsonomyces carpophilus); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); ატმის ფოთლის სიხუჭუჭე (Taphrina spp.); ჟანგა (Tranzschelia discolor). | 0.3-0.55 | 1 (4) |
ნესვი (ყველა სახეობა), საზამთრო | ნაცარი (Sphaerotheca fuliginea/Podosphaera xanthii) (Erysiphe cichoracearum); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ალტერნარიოზი (Alternaria cucumerina); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); ღეროს სიდამპლე (Didymella bryonae); რიზოქტონიოზი (Rhizoctonia solani) | 0.25-0.55 | – (4) |
კაკლოვნები (წაბლი, თხილი, კაკალი) | თეთრი სიდამპლე (Botryosphaeria dothidea); ალტერნარიოზი (Alternaria alternata); ანთრაქნოზი (Colletotrichum acutatum) (Glomerella cingulata); ქეცი (Cladosporium carpophilum) (Cladosporium caryigenum); კურკოვნების ფოთლების (ყლორტების, ნაყოფების) ლაქიანობა (Wilsonomyces carpophilus); კაკლოვანი კულტურების აღმოსავლური დამწვრობა (Anisogramma anomala). | 0.3-0.55 | 14 (3) |
ფისტა | თეთრი სიდამპლე (Botryosphaeria dothidea); ალტერნარიოზი (Alternaria alternata); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); სეპტორიოზი, ფოთლების ლაქიანობა (Septoria pistaciarum). | 0.3-0.55 | 14 (4) |
ვაზი | ნაცარი (Uncinula necator); ჭრაქი (Plasmopara viticola); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ფომოფსისი (Phomopsis obscurans). | 0.2-0.55 | 20 (4) |