პროდუქტის დეტალები
პროდუქტის აღწერა
სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, ვაზზე დაავადებების განვითარების კონტროლისათვის
მოქმედების მექანიზმი
მელოდი® კომპაქტი ხასიათდება სისტემური მოქმედებით, ასევე ორი მოქმედი ნივთიერების კონტაქტური მოქმედებით პათოგენურ სოკოებზე.
მოქმედება პათოგენურ სოკოებზე მდგომარეობს პროფილაქტიური, სამკურნალო და ანტისპორულანტური დანიშნულებით. იპროვალიკარბის წყალობით მელოდი® კომპაქტი მოქმედებს პრევენციულად სპორების ჩაზრდის წინააღმდეგ, სამკურნალო მოქმედება გამოიხატება ინფექციის შეჩერებით, მისი წარმოქმნიდან პირველი ორი დღის განმავლობაში და უჯრედშიდა მიცელიუმის ზრდით, ანტისპორულანტური მოქმედება კი მდგომარეობს უკვე განვითარებული ინფექციის დროს სპორების ფორმირების წარმოქმნის შეჩერებაში. ამ- გვარად ხდება დაავადების განვითარების შეჩერება.
სპილენძის ქლორჟანგი აქტიური ნივთიერებაა, რომელიც მოქმედებს პროფილაქტიკური დანი-შნულებით, მცენარეში სპორების ჩაზრდის და სოკოების შეღწევის წინააღმდეგ.
აღნიშნული თვისებების წყალობით მელოდი® კომპაქტი მაღალეფექტურია მდგრადი ფორმების წინააღმდეგ, სხვა კონკურენტ პროდუქტებთან შედარებით. მელოდი® კომპაქტი-ს გამოყენება არ ახდენს გავლენას ღვინის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებზე.
უპირატესობები
- მაღალეფექტურია ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ
- პროფილაქტიკური, სამკურნალო და ანტისპორულანტული ეფექტი
- ტრანსლამინარული და სისტემური მოქმედება
- მარტივი გამოყენებაში
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი (დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა) |
ვაზი | ჭრაქი, წითელი ლაქიანობა | 1.5 | 30 (3) |
პომიდორი | ფიტოფტორა, მაკროსპორიოზი, ალტერნარიოზი, ბაქტერიოზი | 2.0 | 7 (3) |
კარტოფილი | ფიტოფტორა, მაკროსპორიოზი, ალტერნარიოზი, ბაქტერიოზი | 1.5 | 7 (3) |
ხახვი | პერონოსპოროზი, ალტერნარიოზი | 1.5 | 7 (3) |
ტკბილი წიწაკა | ბაქტერიული დამწვრობა | 2.0 | 7 (3) |
კიტრი | ფიტოფტორა, მაკროსპოროზი, ალტერნარიოზი, ბაქტერიოზი | 2.0 | 7 (3) |