პროდუქტის დეტალები
პროდუქტის აღწერა
მაღალეფექტური სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ვაშლის ქეცისა და ვაზის ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ
სკალა® მოქმედი ნივთიერების პირიმეთალინის (ანილინოპირიმიდინების კლასიდან) ფიზიკო-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, ახასიათებს მაღალი მდგრადობა წვიმით ჩამორეცხვისა და მზის რადიაციის მიმართ, რადგანაც სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილში. დამუშავების შემდეგ პირიმეთალინს გააჩნია სრულად გადანაწილების იშვიათი თვისება, კერძოდ: აერაციული ფაზის გზით, ფოთლის ზედაპირზე აქტიური აორთქლებისა და დაუმუშავებელ ნაწილებზე გავრცელების უნარი; ტრანსლამინარული თვისებების გამო ფოთლის ძარღვებში შეღწევის შემდგომ მოძრაობს ძირიდან ზემოთ (ქსილემის თანახმად), უზრუნველყოფს ახალი გამონაზარდის დაცვას გამაღიზიანებლებისაგან.
სკალა® უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას დაავადების გამომწვევების მიმართ, კერძოდ ქეცის წინააღმდეგ ადრეულ ვადებში ცივი ამინდის პირობებშიც კი. პრეპარატის სისტემურობა საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს ინფექცია ინფიცირებიდან 72 საათის განმავლობაშიც კი – აქვს ნამდვილი სამკურნალო მოქმედება.
მოქმედების მექანიზმი
პირიმეთანილი არღვევს პათოგენის მეთიონის მნიშვნელოვან ამინომჟავურ ბიოსინთეზის პროცესს, ასევე ჰიდროლიტური ენზიმების სეკრეციას, რომლებიც მნიშვნელოვანია მცენარეში შესაღწევად (კედლის უჯრედების დარღვვევით) და უზრუნველყოფს მიცელიუმის ზრდის პროცესს.
თავსებადობა
სკალა ® თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან.
სამუშაო ნაზავის მომზადებამდე რეკომენდებულია დამატებით ჩატარდეს ტესტი თავსებადობაზე.
უპირატესობები
- პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედების უნარი
- ფოთოლზე სრული გადანაწილების უნარი, აერაციული ფაზისა და სისტემური მოქმედების საშუალებით
- მოქნილი და გახანგრძლივებული მოქმედება შესხურებებს შორის პერიოდის განმავლობაში
- პროფილაქტიკური, სამკურნალო და ანტისპორულანტური მოქმედება
- ვაშლის ქეცით ადრეული ინფიცირების გაკონტროლების უნარი ცივ ამინდში
- ჩამორეცხვის წინააღმდეგ მდგრადობა (დამუშავებიდან 2 საათის შემდეგ)
- ხელსაყრელი ტოქსიკოლოგიური მახასიათებლები – შეესაბამება “კვების ჯაჭვის” პროგრამის პირობებს.
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | ლოდინის პერიოდი (დღე) |
ვაზი | ნაცრისფერი სიდამპლე | 1.2-2.4 | 3 | 20 |
ვაშლი, მსხალი, კომში, ვაშლატამა, ატამი, გარგარი, ქლიავი | ქეცი | 0.75 | 3 | 21 |
ნაყოფის სიდამპლე | 1.0-1.2 | |||
პომიდორი* (დახურულ გრუნტში) | ნაცრისფერი სიდამპლე | 2.0 | 3 | 7 |
ნუში, ფისტა | ნაყოფის სიდამპლე, ქეცი, ყავისფერი სიდამპლე | 0.75-1.5 | 3 | 30 |
მარწყვი | ნაყოფის სიდამპლე | 0.8-1.0 | 2 | 3 |
ლობიო, ბარდა | ნაცრისფერი სიდამპლე, ასკოქიტოზი | 1.5-2.0 | 2 | 14 |
*ყურადღება! გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს სათბურის განიავება 1 საათის განმავლობაში!