წყალში ხსნადი სასუქი – ქრესქალ ფე – რკინა ხელატური ფორმით
ქრესქალ Fe არის ახალი გზა რკინის დეფიციტის კონტროლისა და აღკვეთისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მებაღეობაში. განსაკუთრებით იმ მცენარეებისათვის, რომლებიც იზრდებიან ტუტე რეაქციის და კირით მდიდარ ნიადაგებზე. ქრესქალ Fe შეიცავს „ძლიერ ხელატურ“ რკინას, ხელატური აგენტის EDDHA-ს წყალობით ქრესქალ Fe არის სტაბილური და ამავე დროს აქტიური ტუტე ნიადაგებზეც (pH 12-ზე მაღალი) კი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როდესაც რკინის ქლოროზი წარმოადგენს პრობლემას.
პრეპარატის უპირატესობები:
- რკინის ქლოროზის ეფექტური კონტროლი
- სწრაფი გახსნის უნარი წყალში (იხსნება რამოდენიმე წამში)
- მაღალი ეფექტურობა ნიადაგისა და კლიმატური პირობების მიუხედავად
- სწრაფი და დროში გახანგრძლივებული ეფექტი
- მაღალი უსაფრთხოება მცენარეებისათვის
- ხელატურობის მაქსიმალური ხარისხი და ძლიერ ხელატური რკინა
- შესაძლებელია შესხურებულ იქნას ჩვეულებრივი შემასხურებელი და გამაფრქვეველი მოწყობილობებით
- თავსებადია ყველა ხშირად გამოყენებად პესტიციდებთან