μMETOS გახლავთ LPWAN მეტეო სადგური რომელიც მუშაობს LTE-M (LTE Cat m1) და NB-Iot (LTE Cat NB1) მობილური ქსელებში, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას ლოკაციებზე სადაც აქამდე შეუძლებელი იყო.
μMETOS-ის გამოყენებით აკონტროლებთ კლიმატის მონაცემებს (წვიმა და ტემპერატურა), ნიადაგის მახასიათებლებს (ნიადაგის ტენიანობა, ნიადაგის ტემპერატურა და ელექტრო-გამტარობა), წყლის წნევას (ირიგაციისთვის) და გააჩნია მრავალ არხიანი სენსორულ ინტერფეისი sdi12 და ა.შ.
მონაცემები იზომება მუდმივად 15 წუთიანი ინტერვალებით და 60 წუთში ერთხელ იგზავნება სერვერზე – ეს შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე. მობილური ქსელების სესაძლო შეფერხების გამო მეტეო სადგური შიდა მეხსიერებაში ინახავს ბოლო დღეების მონაცემებს და თავიდან აგზავნის ყველაფერს სერვერზე, როგორც კი კავშირ აღდგება.
სრული ინფორმაცია სინქრონდება და ინახება FieldClimate პლატფორმაზე, სადაც ინტეგრირებულია PI-ის (Pessl Instruments) ყველა მომსახურება და შესაძლებელია დამატებით დაინტეგრირდეს PI API-ს საშუალებით.
μMETOS-ს აქვს გარე ანტენის მიერთების საშუალება, არჩევის შემთხვევაში და ჩაშენებული აქვს GPS სენსორი.