ქერცლფრთიანი მავნებლების მატლების საწინააღმდეგო ახალი სისტემური ინსექტიციდი ბოსტნეულისა და ხეხილისათვის
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი აღაგზნებს რიანოიდურ რეცეპტორებს, რომელიც აფერხებს მწერების ნორმალურ გადაადგილებასა და სიცოცხლის უნარიანობას, რაც იწვევს მათ სიკვდილს.
რიანოიდური რეცეპტორები _ ესაა შიდაუჯრედოვანი მექანიზმები, რომლებიც განსაზღვრავს კალციუმის იონების სწრაფად გამოყოფას, რაც განაპირობებს კუნთის შეკუმშვას.
ფლუბენდიამიდი ახდენს რეცეპტორის “მოკლე ჩართვას”, რის შედეგადაც დასაშვები კალციუმი გამოიდევნება განუსაზღვრელად. ამის გამო ინსექტიციდ ბელტი®-თ დამუშავების შემდგომ მატლები კარგავენ კონტროლს, მოძრაობის უნარსა და წყვეტენ არსებობას. შემდეგ ხდება სრული დამბლა და სიკვდილი.
ტიპიური სიმპტომები შესამჩნევი ხდება დამუშავებიდან 1-2 საათში. შესხურების შემდგომ, მოქმედების უნიკალური მექანიზმის დახმარებით, მატლები გამოიყურებიან ორჯერ უფრო მცირედ ვიდრე დაუმუშავებლები.
ბელტი® _ აქტიურად მოქმედებს ქერცლფრთიანი მავნებელი მატლების წინააღმდეგ ბოსტნეულსა და ხეხილში, ასევე სოიაზე, სიმინდსა და თამბაქოზე.
პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა დღეისათვის უცნობია. ბელტი® აკონტროლებს იმ სახეობის მატლების პოპულაციას, რომლებიც გამძლეები არიან სპინოსადის, პირეტროიდების, ბენზოლნივთიერებების, ფოსფორ ორგანული და კარბამატის პრეპარატების მიმართ.
უპირატესობები
- მძლავრი მოქმედება ფართო სპექტრის ქერცლფრთიანი მავნებლების, მათ შორის პომიდვრის ჩრჩილის წინააღმდეგ
- სწრაფი “ნოკდაუნ ეფექტი”
- რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, უსაფრთხოა მტაცებელი და სასარგებლო მწერებისათვის.
- მისაღები ეკოლოგიური პროფილი
- ეფექტურობა _ უახლესი სტანდარტების დონეზე, ასევე აჭარბებს მათ ბევრ შემთხვევაში
- ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობა
ყურადღება! დაბალი ნორმები გამოიყენება მავნებლების მცირე რიცხოვნობის და მცირე მოცულობის მწვანე მასის შემთხვევაში!
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა* (ლ/ჰა ან კონცენტრაცია) | დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | ლოდინის პერიოდი (დღე) |
კომბოსტო, პომიდორი | ქერცლფრთიანები, ხვატრები, თეთრულები, ჩრჩილები | 0.1-0.15 | 3 | 7 |
სიმინდი | სიმინდის ხვატარი | 0.25-0.375 | 2 | 30 |
თესლოვანი ხეხილი | ნაყოფჭამიები | 0.3-0.4 | 2 | 21 |
ვაზი | ყურძნის ჭია | 0.3-0.4 | 2 | 21 |
ჭადარი | ჭადრის ბაღლინჯო | 0.25-0.375 | 2 | 30 |
კიტრი, საზამთრო, ნესვი | ხვატრები | 0.1 | 3 | 7 |
კარტოფილი | კარტოფილის ტუბერის ჩრჩილი | 0.1 | 4 | 7 |
სალათი, ისპანახი | ხვატრები | 0.1 | 3 | 7 |
ცხარე წიწაკა, ტკბილი წიწაკა, ბადრიჯანი (ღია გრუნტი) | ხვატრები | 0.1-0.15 | 3 | 20 |
ცხარე წიწაკა, ტკბილი წიწაკა, ბადრიჯანი (დახული გრუნტი) | ხვატრები | (10 -15 მლ/100 ლ წყალში) | 3 | 7 |
-
- ვეგეტაციის პერიოდში შესხურებისას სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმაა 200-1200 მ/ჰა. პრეპარატი უსაფრთხოა სასარგებლო მწერებისათვის: პარაზიტული სიფრიფანაფრთიანებისათვის, მტაცებელი ბაღლინჯოსათვის, ყურბელასთვის, აგრეთვე ობობებისა და მტაცებელი ტკიპებისათვის.