პროდუქტის აღწერა
თესლის შესაწამლი მაღალეფექტური ინსექტიციდი
გაუჩო® გახლავთ სისტემურ- კონტაქტური მოქმედების თესლის შესაწამლი პრეპარატი მარცვლოვანი კულტურებისთვის, კარტოფილის ტუბერებისთვის, მზესუმზირისთვის და სიმინდისთვის. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება იმიდაკლოპრიდი მიეკუთვნება ქლორნიკოტინილების ჯგუფს. გაუჩო® მავნებელების ორგანიზმში ბლოკავს ნერვულ იმპულსებს, იგი განსხვავდება ჩვეულებრივი პრეპარატებისგან ახალი მოქმედების მექანიზმით, რომელიც გამორიცხავს რეზისტენტობის წარმოქმნას.
პრეპარატის მოქმედება
გაუჩო®-თი დამუშავებული სათესლე მასალა სრულიად დაცულია ყველა ძირითადი ფოთლისა და ნიადაგის მავნებლისგან. მოქმედ ნივთიერებას ითვისებს ფესვები და გადაადგილდება ფოთლებისკენ, ნაწლავური და კონტაქტური ინსექტიციდი ზომიერად ნაწილდება ახალგაზრდა მცენარეში და ძალიან დაბალი ხარჯვის ნორმით უზრუნველყოფს ხანგრძლივ მოქმედებას მწუწნი და მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ. ცდებით დადასტურებულია რომ პრეპარატს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედების უნარი (ანტისტრესული ეფექტი).
უპირატესობები
- მცენარის საუკეთესო დაცვა ვეგეტაციის დასაწყისში
- ეფექტური სისტემური დაცვა ნიადაგის და მიწისზედა მავნებლებისგან
- ხანგრძლივი ეფექტი
- დამატებითი მასტიმულირებელი უნარი (ანტისტრესული ეფექტი)
- ფიტოტოქსიკურობის არარსებობა
- სათესლე მასალის საიმედო დაცვა შენახვისას
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | გამოყენების ნორმა (ლ/1 ტ თესლზე) | გამოყენების მეთოდი და დამუშავების პერიოდი |
საშემოდგომო ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი | ბუგრები, რწყილები, ჭიჭინობლები | 0.6 | სათესლე მასალის შეწამვლა |
კარტოფილი | მავთულა ჭიები, კოლორადოს ხოჭო, ტუბერის ჩრჩილი, მაისის ხოჭო, ბუგრები | 0.4 | ტუბერების შეწამვლა |
0.6 | ბაზოს ფსკერის დარგვისწინა დამუშავება | ||
სიმინდი | მავთულა ჭია | 5.0-7.0 | სათესლე მასალის შეწამვლა |
მზესუმზირა | მავთულა ჭია | 6.0-9.0 | სათესლე მასალის შეწამვლა |