გრანულირებული მინერალური სასუქი – იარალივა ნიტრაბორი
YaraLiva™ NITRABOR™ არის გრანულირებული სასუქი, რომელიც შეიცავს ბორს, აზოტს და კალციუმს. გამოიყენება ნიადაგიდან შეტანისთვის. სასუქი განკუთვნილია ნიადაგში მშრალად შეტანისთვის. გააჩნია კარგი ხსნადობა და სპეციალური დამცავი გარსი, რომელიც ხელს უშლის მტვერის წარმოქმნას.
სასუქის გაფანტვისას, გრანულების მყარი სტრუქტურა უზრუნველყოფს ნაწილაკების მთლიანობას და ხელს უწყობს მათ თანაბრად გადანაწილებას. ნიადაგში მოხვედრის შემდეგ, გრანულები სწრაფად იშლება და ურთიერთქმედებს მცენარეებთან.
YaraLiva™ NITRABOR™ ზრდის მცენარეთა მდგრადობას სტრესული სიტუაციების მიმართ (მოულოდნელი ტემპერატურული ცვლილებები, დაავადებებით გამოწვეული დაზიანება), ახანგრძლივებს მოსავლის შენახვის პერიოდს და ხელს უწყობს სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას.
სასუქი YaraLiva™ NITRABOR™ გამოიყენება ნიადაგის საბაზისო დამუშავებისთვის, ლოკალური გამოკვების სახით, მცენარის ადრეული ზრდის და განვითარების ფაზებში. ბორი, რომელსაც შეიცავს სასუქი, უზრუნველყოფს კარგ ყვავილობის ფაზას და ნაყოფის წარმოქმნას, მცენარეებში მყარი და ელასტიური ქსოვილების განვითარებას. აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს. ზრდის მცენარის მდგრადობას დაავადებების მიმართ.