გრანულირებული მინერალური სასუქი – იარამილა NPK 16-27-7
YaraMila™ 16-27-7 სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის განკუთვნილი კომპლექსური, გრანულირებული NPK სასუქია. სასუქი გამოირჩევა ფოსფორის მაღალი შემცველობით. ასევე შეიცავს აზოტს, როგორც მყისიერად ხელმისაწვდომ ნიტრატულ ასევე ნელა ათვისებადი ამონიუმის ფორმით.
YaraMila™ 16-27-7 კვებავს კულტურას მთელი სეზონის განმავლობაში.
YaraMila™ 16-27-7 მდიდარია ფოსფორით და ამიტომ მისი გამოყენება განსაკუთრებით მიზანშეწონილია შემოდგომაზე ან გაზაფხულზე საბაზისო სასუქის სახით.
YaraMila™ 16-27-7 შეიცავს ფოსფორს ხელმისაწვდომი ფორმით, რაც ხელს უწყობს ფესვების აქტიურ ზრდას და უზრუნველყოფს ახალგაზრდა მცენარეების კარგ საწყის ზრდას.
გოგირდი ერთ – ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარეში ყველა პროცესის ოპტიმალურად უზრუნველყოფისთვის.
სასუქი შეიცავს თუთიასაც, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. თუთია განსაკუთრებით საჭიროა საშემოდგომო კულტურებისთვის. ამრიგად, YaraMila™ 16-27-7 უზრუნველყოფს მცენარეების კარგ საწყის ზრდას, კერძოდ კი, თუთიის მიმართ უფრო მაღალი მოთხოვნების მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.