გრანულირებული მინერალური სასუქი – YARAMILA NPK 9-12-25
YaraMila™ NPK 9-12-25 კომპლექსური გრანულირებული NPK სასუქია, რომელიც ძირითადად გამოიყენება ნიადაგში შესატანად და სხვადასხვა კულტურების გამოკვებისთვის. სასუქის თითოეული გრანულა შეიცავს მცენარისთვის აუცილებელ მაკრო და მიკროელემენტებს სწორი თანაფარდობით და მცენარეთათვის მისაღები ფორმით. ფოსფორი, რომელსაც შეიცავს YaraMila™ 9-12-25 წყალში სრულად ხსნადია. სასუქი შეიცავს აზოტს ნიტრატული და ამონიუმის ფორმით.
YaraMila™ 9-12-25 -ის გრანულები განსაკუთრებით მდგრადია და სხვა სასუქებთან შედარებით შენახვის ან ნიადაგში შეტანის დროს, ნაკლებად ექვემდებარება დეგრადაციას და მტვერის წარმოქმნას. გარდა მდგრადობისა, ყველა გრანულა თანაბარი ზომისაა, რაც ხელს უწყობს ნიადაგში მათ ზუსტ და აკურატულ შეტანას. ეს ამცირებს სასუქის დანაკარგებს და ზრდის მოსავლიანობას. სასუქი განკუთვნილია მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურებისთვის.