გრანულირებული მინერალური სასუქი – იარამილა კროფქეარ 11-11-21
YaraMila™ CROPCARE 11-11-21 მაღალი ხარისხის გრანულირებული NPK სასუქია, ქლორის მიმართ მგრძნობიარე კულტურებისთვის. თითოეული გრანულა შეიცავს მცენარისთვის აუცილებელ მიკრო და მაკროელემენტებს სწორი თანაფარდობით და მცენარეთათვის ხელმისაწვდომი ფორმით.
YaraMila™ CROPCARE 8-11-21 -ში შემავალი ფოსფორი, წყალში სრულად ხსნადია. სასუქში აზოტის შემცველობა ნიტრატული და ამონიუმის ფორმით დაბალანსებულია.
YaraMila™ CROPCARE 8-11-21-ის გრანულები განსაკუთრებით მდგრადია და სხვა სასუქებთან შედარებით შენახვის ან ნიადაგში შეტანის დროს, ნაკლებად ექვემდებარება დეგრადაციას და მტვერის წარმოქმნას. გარდა მდგრადობისა, ყველა გრანულა თანაბარი ზომისაა, რაც ხელს უწყობს ნიადაგში მათ ზუსტ და აკურატულ შეტანას. ეს ამცირებს სასუქის დანაკარგებს და ზრდის მოსავლიანობას.
განკუთვნილია ქლორის მიმართ ყველა მგრძნობიარე კულტურისთვის, მათ შორის ბოსტნეული და ხეხილოვანი კულტურებისთვის, ასევე კარტოფილის და ყვავილებისათვის.