აღწერა

სარწყავი სისტემების საშუალებით სასუქების შეტანა (ფერტიგაცია) ფერმერებს საშუალებას აძლევს სრულად ისარგებლონ მათი სარწყავი სისტემის უპირატესობით, და მცენარეს მიაწოდონ ზრდა განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტები, რაც მოიცავს N, P, K, მაგნიუმს, გოგირდს, ბორს და თუთიას, რაც აუმჯობესებს საკვები ელემენტების შეწოვის ეფექტურობას. YaraRega უზრუნველყოფს დაბალანსებულ ნიტრატზე დაფუძნებულ კვებას (მაკრო და მიკრო ელემენტები) და როგორც კომპლექსური NPK სასუქი, ყველა გრანულს ერთნაირი NPK ბალანსი აქვს (ყველა ნუტრიენტი ერთ გრანულაში).

 

YaraRega™ არის ღია გრუნტის ფერტიგაციისთვის პირველი წყალში ხსნადი გრანულირებული NPK სასუქი.

 

Yara-ს ტექნოლოგიამ გრანულირებული სასუქი გარდაქმნა წყალში ხსნად პროდუქტად, რაც მას აქცევს ინოვაციურ და უფრო ხელმისაწვდომ არჩევნად სხვა წყალში ხსნადი სასუქებთან შედარებით. Yara-ს ინოვაციური ტექნოლოგიით მიღებული გრანულირებული სასუქი ხდება წყალში ხსნადი, რაც ამცირებს ხარჯებს და ზრდის ხელმისაწვდომობას.

 

YaraRega™ არის კონკურენტული ალტერნატივა ტრადიციულ სასუქებთან და შექმნილია ისეთ ღია გრუნტის კულტურებისთვის, რომლებიც ირწყვება წვეთოვანი ან დაწვიმებითი სისტემებით.

 

YaraRega პროდუქციის დიაპაზონი მოიცავს სხვადასხვა პროპორციით აზოტს, ფოსფორს, კალიუმს და გოგირდს. ასევე, ზოგიერთი მათგანი შეიცავს მაგნიუმს, თუთიას და ბორს. YaraRega-ს სასუქები შექმნილია განსხვავებული პროპორციების N, P, K და S-თვის და შეიცავს მაგნიუმის, თუთიის და ბორის ვარიაციებს.

 

  • YaraRega მარტივია: შესაძლებელია გამოყენება ნებისმიერ სარწყავ სისტემაში, ყველაზე მარტივიდან ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ სისტემამდე.
  • YaraRega ხელმისაწვდომია: პირველი წყალში ხსნადი გრანულირებული NPK სასუქი, Yara-ს ტექნოლოგიის წყალობით.
  • ფერტიგაცია ახლა უფრო ეკონომიურია, ვიდრე ოდესმე.
  • YaraRega ეფექტურია: ბალანსირებული ნუტრიენტებით ფერტიგაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ელემენტების სრულ სპექტრს მცენარის ყველა საჭიროებისთვის.

 

ნივთიერება პროცენტული შემადგენლობა (%)
N (აზოტი) N (აზოტი სულ) 15
NH– ამონიუმის ფორმა 9.5
NO– ნიტრატული ფორმა 5.5
P2O5 – ფოსფორის პენტოქსიდი 15
K2O – კალიუმის ოქსიდი 15
MgO – მაგნიუმის ოქსიდი 1.1
S – გოგირდი 7.2
SO– გოგირდის ტრიოქსიდი 18
B – ბორი 0.1
Zn – თუთია 0.06