მოქმედების ფართო სპექტრის ინსექტიციდი
კონფიდორ® მაქსი წარმოადგენს მაღალეფექტურ, მცირედ ტოქსიკურ, სისტემური და კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდს მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, ძალიან ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით. კონფიდორ® მაქსი-ს უპირატესობა მდგომარეობს მწერებზე მისი ახალი მოქმედების მექანიზმში, რაც გამორიცხავს რეზისტენტობას.
პრეპარატი მცირედ ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის და უსაფრთხოა გარემოსათვის.
მცენარეზე ზემოქმედება
გამოცდილებიდან გამომდინარე კონფიდორ® მაქსი რეკომენდებული ხარჯვის ნორმების შემთხვევაში კარგად გადაიტანება მითითებული კულტურების ყველა ჯიშების მიერ.
ფუტკრებზე ტოქსიკურობა, წყალსატევების დაცვა
პრეპარატი საშიშია ფუტკრებისათვის. შესხურების ჩატარება ყვავილობის პერიოდში არ შეიძლება. დაუშვებელია პრეპარატის, მისი ნარჩენებისა და ცარიელი ტარის მოხვედრა წყალსატევებში
უპირატესობები
- განსაკუთრებით ხანგრძლივი დაცვა. ბევრი კულტურისათვის საკმარისია ერთი დამუშავება
- ეფექტურობა ჰაერის ტემპერატურაზე არ არის დამოკიდებული. მისი გამოყენება ცხელი ზაფხულის პირობებშიც შეიძლება
- გამოხატული ფესვსისტემური მოქმედების წყალობით შეუდარებელი პრეპარატია წვეთოვანი მორწყვის საშუალებებით შეტანისათვის
- სისტემური თვისებების გამო გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ფარულად მცხოვრებ მავნებლებს
- მავნებლების სწრაფად გაუვნებელყოფა მისი კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების წყალობით
- დაცვის ხანგრძლივი პერიოდი ცხელ ამინდში დაახლ. 20დღე
- შესაძლებელია მინერალურ სასუქებთან ერთად შეტანა
- ჩამორეცხვის მიმართ მედეგია
- თავსებადია ავია დამუშავებისთვის
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | გამოყენების პერიოდი | ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) | დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | ლოდინი პერიოდი (დღე) |
ვაზი | ყურძნისა და კვირტის ჭია, ჭიჭინობლები, იმერული ბალიშა ცრუფარიანა, ფოთლის ფილოქსერა და (ფილოქსერას გამძლე სადედეები) | ვეგეტაციის პერიოდი | 0.06-0.08 | 2 | 25 |
ვაშლი, მსხალი, ქლიავი | ვაშლისა და ქლიავის ნაყოფჭამია | 0,07 | 4 | 20 | |
ვაშლისა და ქლიავის ბუგრები | 0,07 | 2 | 20 | ||
კალიფორნიის ფარიანა, მენაღმე ჩრჩილი | 0.1 | 1 | 20 | ||
ატამი, გარგარი | აღმოსავლური ნაყოფჭამია, ატმის ბუგრი | 0.06-0.08 | 3 | 20 | |
ციტრუსი | ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, ნარინჯისფერი (ჩაის) ბუგრი | 0.2 | 4 | 25 | |
პომიდორი | ბამბის ხვატარი, ბაღჩის ბუგრი, კოლოფის ჭია, კოლორადოს ხოჭო | 0.04-0.05 | 1 | 20 | |
კიტრი | ბაღჩის ბუგრი | 0.04-0.05 | 1 | 20 | |
საზამთრო | ბაღჩის ბუგრი | 0.04-0.05 | 2 | 20 | |
ნესვი | ბაღჩის ბუგრი | 0.04-0.05 | 2 | 20 | |
ვარდი | ბუგრი | 0.04-0.05 | 2 | 25 | |
ბოსტნეული კულტურები (დახურული გრუნტი) | ბუგრები, თრიფსები, ორანჟერიის ფრთათეთრა | 0.07 | 1 | 3 | |
კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო, თრიფსები, ვირუსმატარებელი ვექტორები | 0.045-0.05 | 2 | 25 | |
ბალი, ალუბალი | ბუგრები | 0.15 | 2 | 20 | |
კომბოსტო | ბუგრები | 0.1 | 2 | 20 | |
ბადრიჯანი | ბუგრები | 0.15 | 1 | 20 | |
წიწაკა | ბუგრები | 0.03 | 1 | 20 | |
სალათი | ბუგრები | 0.1 | 2 | 20 | |
ხახვი | ბუგრები, თრიფსები | 0.05-0.07 | 1 | 20 | |
დეკორატიული კულტურები | ბუგრები | 0.05-0.1 | 2 | 25 | |
ხორბალი, ქერი, შვრია, ბრინჯი | ბუგრები | 0.03-0.05 | 2 | 20 |