პროდუქტის დეტალები
პროდუქტის აღწერა
ვაზის, კარტოფილისა და სხვა კულტურების დაავადებათა საწინააღმდეგო სისტემურკონტაქტური მოქმედების მაღალეფექტური ფუნგიციდი
მელოდი® დუო წარმოადგენს სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ეფექტურ პრეპარატს. მას აქვს სამი სახის მოქმედების უნარი: სამკურნალო, დაცვითი და ანტისპორულანტური. პრეპარატი სწრაფად შედის ქსოვილში და მაშინვე გადაადგილდება მცენარეში. მისი მოქმედი ნივთიერება იპროვალიკარბი ხელს უწყობს მიცელიუმის არასწორ განვითარებას-უჯრედის კედლები სქელდება და დეფორმირდება, აგრეთვე ფერხდება უჯრედისათვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიწოდება. შედეგად მიცელიუმის უჯრედების კედლების ფორმირების პროცესი ირღვევა. თუ იპროვალიკარბი საინკუბაციო პერიოდის პირველი 25%-ის გასვლამდე ფოთლის ქსოვილში მოხვდება, შესაძლოა მიცელიუმის განვითარება შეჩერდეს.
მელოდი® დუო აქტიურია განვითარების ყველა სტადიაზე, ზოოსპორების ზრდისას, მიცელიუმის ზრდისას (საინკუბაციო პერიოდის პირველ მეოთხედში), სპორულაცია და გამონაკლის შემთხვევებში ზოოსპორების გამოსვლისას. მისი გამოყენება რეკომენდებულია წამლობის პროფილაქტიკური სქემებისათვის.
უპირატესობები
- მოქმედების ახალი მექანიზმი
- ოომიციტების საწინააღმდეგო გამოყენებად ძირითად ნივთიერებებთან გადამკვეთი რეზისტენტობის არარსეობა
- გამოიყენება, როგორც კომბინირებული პროდუქტი (მოქმედების განსხვავებული მექანიზმების კომპონენტები)
- დამუშავებებს შორის ინტერვალი შერჩეული უნდა იქნეს კონკრეტული პირობებისათვის (ტენიანობა, მცენარის განვითარება, ინფექციური ფონი და სხვა)
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი (დღე) |
ვაზი | ჭრაქი | 2.0-2.5 | 50 |
კარტოფილი | ფიტოფტორა, მაკროსპორიოზი | 2.0-2.5 | 10 |
პომიდორი | ფიტოფტორა, მაკროსპორიოზი | 2.0 | 7 |
კიტრი (ღია გრუნტი), ნესვი | ჭრაქი | 2.0-2.5 | 7 |