წყალში ხნსადი სასუქი – ტენსო კოქტეილი – მიკროელემენტები ხელატური ფორმით
YaraVita™ TENSO COCKTAIL™ არის რკინის, მანგანუმის, სპილენძის და თუთიის სტაბილური, წყალში ხსნადი ნაზავი ხელატური EDTA ფორმით.
უზრუნველყოფს მცენარეთა მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას მიკროელემენტებთან. იგი გამოიყენება მორწყვის სხვადასხვა სისტემის საშუალებით, როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში, აგრეთვე გამოიყენება ფესვგარეშე გამოკვებაში და სათესლე მასალის თესვისწინა დამუშავების მიზნით.
YaraVita™ TENSO COCKTAIL™-ის გამოყენება შესაძლებელია მიკროელემენტების დამატების მიზნით, მაგალითად, წყალში ხსნად სხვა სასუქებთან ერთად.